მას ჰქვია პეტი, 8 წლის, უყვარს ხატვა…

ეს ინფორმაცია ბოლომდე რომ არ ჩამეკითხა, რომელიმე პატარა ბიჭუნას დოსიე მეგონობოდა… თუმცა… შევცდი და საკმაოდ ძლიერ!🙂

8 წლის ვირს, პეტის ინგლისის ქალაქ ბრისტოლში ხელოვნების მრავალი მოყვარული იცნობს. ცხოვლეთა დამცველი საქველმოქმედო ორგანიზაცია Horse World-ის თანამშრომლებს, აუქციონზე რუმინეთიდან ჩამოყვანილი ვირის ყიდვისას, ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ნამდვილ “ხელოვანთან” ექნებოდათ საქმე.

ერთ ჩვეულებრივ თუ არაჩვეულებრივ დღეს შენიშნეს, რომ მას პირით ფუნჯი ეკავა და ფურცელზე უსვამდა. მაშინ მისმა მომთვინიერებელმა ვიკი გრინსლეიდმა ვირის ნიჭის სპეციალური მეთოდით განვითარება დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც….

მან პატარა ცხოველი მოლბერტით, ფუნჯით, საღებავებით მოამარაგა და 20 დღის განმავლობაში მან ტილოზე ფუნჯის მოსმა შეასწავლა. ყოველი სწორად შესრულებული დავალების სანაცვლოდ ვირი საჩუქარს იღებდა.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, 8 წლის პეტი სამ კვირაში შესანიშნავად ხატავდა. მეთოდმა გაამართლა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ცხოველი მოთმინებას ინარჩუნებს მაშინაც კი, თუმას არ ასაჩუქრებ. და მაშინაც, როცა ხვდება დავალებას სათანადოდო ვერ ასრულებს. ის ცდილობს ყველანაირად გამოსწორდეს!🙂

ერთი “აბსტრაქციის” შესაქმნელად ვირს 10 წუთი სჭირდება. მოკლე დროის მიუხედავად ვირი მაინც ძალიან იღლება და თუ ძალიან დაიტვირთა ფუნჯს დემონტრაციულადაც აგდებს და იბუტება!🙂

პეტის სანახავად ბრისტოლში უამრავი ტურისტი ჩადის. მას ეს ყურადრების ცენტრში ყოფნა ძალიან სიამოვნებს…

ეს ყველაფერი ისე უბრალოდ, რომ გაგეცნოთ პეტი. სულ ახლახანს მის მიერ დახატული რამდენიმე ნახატი 150 ათას დოლარად გაიყიდა. გული არ გაიტეხოთ, მას შესრულებული კიდევ ბევრი აქვს. მისი ნამუშევრების შეძენა ადგილობრივ სავაჭრო ცენტრ Cabot Circus-შია შესაძლებელი. გაყიდვიდან შემოსულ თანხას ორგანიზაცია Horse World -ის ინიციატივით ცხენებისა და ვირების მოვლას ხმარდება.