იტალიაში, კერძოდ, ვერონაში ერთ–ერთ სუვენირების  სუპერმარკეტში გამოჩნდა წითელი ღვინო  Stefanello ახალი ეტიკეტით, რომელსაც ადოლფ ჰიტლერის პორტრეტი ამშვენებს. აღნიშნულმა პროდუქტმა მომხმარებლის ყურადღება გამოჩენისთანევე დაიმსახურა…

პროკურატურამ ეს ფაქტი ფაშიზმის გამართლებად შეაფასა და აღნიშნული ღვინის მწარმოებელი კომპანიის პასუხიმგებლობის საქმის განიხილვაც დაიწყო. პროდუქციამ რამდენიმე ებრაელი ტურისტის აღშფოთებაც  გამოიწვია, მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამავე სუპერმარკეტში იყიდება ღვინო, რომლის ეტიკეტზე რომის 264-ე პაპი – იოანე პავლე II გამოსახული.

ღვინო Stefanello წარმოებულია Reggio Emilia–ს რეგიონში და  ცნობილია, რომ კომპანია წლების განმავალობაში აწარმოებდა Stefanello–ს სახელწოდებით წითელი  ღვინის სახეობებს სხვადასხვა ცნობილი სახეების ეტიკეტებით, რაც  კომპანიის “ისტორიული ხაზის” ნაწილია. მათი ფასი, დაახლოებით 10 ევროა. სამი წლის წინ კი დახლებზე გამოჩნდა ღვინო, რომლის ეტიკეტზე ჰიტლერს გვერდს ბენიტო მუსოლინი და ჩე გევერაც უმშვენებდა.