დღეს ცაციების საერთაშორისო დღე აღინიშნება… აბა ვინ ხართ ცაციები?! გილოცავთ!

ცაციები მსოფლიო მოსახლეობის 5-15%-ს შეადგენენ, მათ შორის მამაკაცი ცაციები ქალებზე მეტნი არიან.ცოტანი არიან თუმცა…  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრეატიული ადამიანების უმრავლესობა ცაციაა . ცაციებს კარგად ესმით მათემატიკა და მუსიკა. და თუ ეს გესმით ჯერ კიდევ წინ ხართ… ასევე ცაციები მემარჯვენეებს სჯობნიან ტენისში, ბეისბოლში, ცურვაში და ფარიკაობაში.

Apple-ის დამაარსებლებიდან 4 ცაცია იყო, არადა სულ ხუთნი იყვნენ…

მსოფლიოში ცნობილი ცაციები არიან: ბარაკ ობამა, პოლ მაკარტნი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი, ჯორჯ მაიკლი, ბრიუს უილისი, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი, დემი მური, დრიუ ბერიმორი, ჩარლი ჩაპლინი, მერილინ მონრო, რობერტ დე ნირო, კიანუ რივზი, რიკი მარტინი, ბილ გეითსი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, არისტოტელე, ნაპოლეონი, იულიუს კეისარი და კიდევ ბევრი სხვა…