სიგრძე 27 მეტრი, სიგანე 2,3 მეტრი, წონა 3 ტონა – ასეთი გიგანტური ღვინის ბოთლი შექმენს  სპეციალურად გამოფენა Yantai International Wine Expo-სთვის  ჩინელებმა.

გიგანტური ბოთლი გამოფენაზე კომპანია Jinding Co-მ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში წარადგინა. კომპანიამ გამოფენის ყველა სტუმარს მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ბოთლიდან ჩამოსხმული ღვინო დაეგემოვნებინათ.

ბოთლი გამოფენაზე სპეციალური ტრანსპორტის საშუალებით მიიტანეს. როგორც შემქმნელები განმარტავენ, გიგანტური ღვინის ბოთლი არ იყიდება, რომელიც გამოფენის ბოლომდე Yantai International Wine Expo-ს პავილიონში დარჩება. გამორციხული არ არის ბოთლი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს.