ფოტოპროექტი “ბალერინას კაბა”, ჯერ კიდევ, 2003 წელს დაიწყო, როდესაც ბობის ცოლს კერი ლინდის მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს…

ისინი ცხრა წელი ებრძოდნენ დაავადებას, რამაც ისინი მიიყვანა იმ განწყობაზე რომ ცხოვრება ლამაზი და საოცარია! რამაც ისინი შეაჩერა და დღემდე მოიყვანა, ეს იყო ყოველი ახალი დღის საუკეთესოდ გატარების სურვილი. ახალი დღის მოლოდინის სურვილი – ღიმილიანი სახე რომელსაც სხვასაც გაუზირებდნენ.

ბობი კერიმ თავად დაიწყო ფოტოგადაღება  ბალერინას ვარდისფერ კაბაში. მართალია ეს ყველაფერი ცოტა სულელურად და აბსურდულად გამოიყურებოდა, მაგრამ ფოტოებმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება მიიღო. საზოგადოებამ მოიწონა ბობის გამბედაობა და მისი ქმედება კრეატიულად შეაფასა!

მალე, შემოდგომის მიწურულს, გამოვა ახალი წიგნი საუკეთესო ფოტოებით სახელწოდებით “ბალერინა”. წიგნის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი გადაირიცხება მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში.