Diesel Turns Latest Ads Into Animated GIFS

მოდის ბრენდები ფოტოგრაფიის ახალ, დინამიკურ მიმდინარეობას უყრიან საფუძველს

დიზელის ახალი გადაწყვეტილება მარტივია: ერთი შეხედვით, თითქოს, ტრადიციულ სარეკლამო ფოტოს უცქერ, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ იგი “ცოცხლდება” და მოძრაობას იწყებს.

ეს ცნობილი ფოტოგრაფის, სტივ მაისელის მიერ დიზელის 2012 შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის გადაღებული “წარმატებული ცხოვრების პორტრეტებია” . რეკლამა წარმოგვიდგენს ახალგაზრდა, თანამედროვე მოდელებს, რომლებიც სხვადასხვა მდგომარეობაში პოზიორობენ – თითქოს ფილ მის კასტინგში იღებდნენ მონაწილეობას. გამოსახულებაც, შესაბამისად, უფრო ცოცხალი და შინაარსიანია, ვიდრე ჩვეულებრივი, “გაყინული” და სტატიკური.

 მისი მონათესავე Gif-ისგან განსხვავებით, ეს ანიმაცია უფრო ბუნებრივია და ე.წ. ნახტომების ეფექტს არ ტოვებს. პირველ ფოტოში მოძრაობს მხოლოდ მოდელის ფეხები, მეორეში კი მოდელის თავი, ხელი და პოლაროიდის ფოტოსურათი. დანარჩენი ყველაფერი უძრავია, ეს, ერთი მხრივ, ამცირებს ნახტომის ეფექტს, მეორე მხრივ კი გვაძლევს საშუალებას, უკეთ დავინახოთ, თუ რაზეა გამახვილებული ყურადღება.

დიზელის “კინემაგრაფები” ბილბორდებზე ამ შემოდგომაზე გამოჩნდება.

წყარო: http://www.psfk.com