ნიუ იორკის ქუჩებში დევიდ ბეკჰემის გიგანტური ვერცხლის ქანდაკებები გამოჩნდა. ფეხბურთელის ნახვა სამ ცენტრალურ უბანში – მე–5 ავენიუზე ეფლის მაღაზიის წინ, Flatiron-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და საზღვაო პორტთან სამხრეთის ქუჩაზე არის შესაძლებელი.

აუთდორ კამპანია H&M–ის მხარდაჭერით მიმდინარეობს და იმ ბეჭდვითი რეკლამის გაგრძელება, რომლისთვისაც ბეკჰემმა სულ ცოტა ხნის წინ ფოტოები გადაიღო.

კრეატიული იდეა პრესის, ტურისტებისა და ამერიკელების აღფრთოვანებას ნამდვილად იწვევს.  ფანების რიცხვი  ქანდაკებების ირგვლივ დღითი–დღე მატულობს, მით უფრო,  რომ ფოტოს გადაღების შემთხვევაში H&M მათ გრანდიოზულ გათამაშებას ჰპირდება. გამარჯვებულს გადაცემა 1000$–იანი ბარათი შოპინგისთვის, ან უფრო მეტიც მოიგებს ბექჰემის ქანდაკების სტატუეტ ვერსიას.