ამერიკელმა სუპერმოდელმა, მსახიობმა და საიუველირო ბრენდ Low Luv-ის დამაარსებელმა, ერინ უოტსონმა ფეხსაცმლის ბრენდ Rockport -ის საშემოდგომო კოლექციის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო…

სარეკლამო კამპანიის გადასაღებად მოწვეული იყვნენ ცნობილი ფოტოგრაფი გაი აროში და სტილისტი კლერ რიჩარდსონი, რომლებმაც გააცოცხლეს კოლექცია სახელწოდებით „ერთი დღე ცხოვრებიდან“.

სარეკლამო კამპანია აგებულია ერინ უოტსონის ცხოვრებიდან ერთი დღის ირგვლივ. დღის პირველი ნაწილი სუპერმოდელებისთვის მიმდინარეობს გასაოცარ გადაღებებში ნიუ იორკის ფოტოსტუდიებში, სოჰოს რაიონში,  ხოლო საღამოთი კი გოგონა გასასეირნებლად მიდის ქალაქის ცენტრაულ ნაწილში.

მთელი დღის განმავლობაში კი ერინი სტილურად და დახვეწილად გამოიყურენა Rockport-ის შემოდგომის კოლექციის ფეხსაცმელში. სარეკლამო კამპანიის ვიზუალური გაფორმება შედგება თანამედროვე ცხოვრების  ისეთი დამახასიათებელი ნიშნებით, როგორიცაა კოსმოპოლიტიზმი, საკუთარ თავში დარწმუნებულობა და სტილი გასაოცარი შეგრძნებაა, რაც შეესაბამება Rockport- ის ფილოსოფიასა და ერინ უოტსონის იმიჯს.

სარეკლამო კამპანიის გლობალური გაშვება  2012 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება.