ნოამ ჩომსკიმ (ამერიკელი ლინგვისტი, პოლიტიკური პუბლიცისტი, ფილოსოფი)  მასმედიის დახმარებით „მანიპულაციის 10 ხერხის“ სია შეადგინა…

ყურადღებისგადატანა

საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებით გადატვირთულია.

ყურადღების გადატანის ხრიკი საკმაოდ მისაღებია ფორმაა იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროში. “მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით იყვნენ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”” (ციტატა წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”).

პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზება

მოცემული მეთოდი სხვაგვარად ასეც იწოდება: “პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტილება”. ამ ხერხის მიხედვით, ჯერ ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ანუ ერთგვარ სიტუაციას, რათა მოსახლეობაში გამოიწვიონ განსაზღვრული რეაქცია იმისთვის, რათა თვითონ მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც მმართველი წრეებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, დაუშვებენ ძალადობის ესკალაციას ქალაქებში ან მოაწყობენ სისხლიან ტერაქტს იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონი უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას.

ან კიდევ: გამოიწვევენ ეკონომიკურ კრიზისს, რათა ნებაყოფლობით მიაღებინონ ხალხს იდეა, თითქოსდა “კრიზისიდან” გამოსასვლელად საჭიროა სოციალური უფლებების დარღვევა და ქალაქის სამსახურთა მუშაობის შეზღუდვა.

ეტაპობრივი გამოყენების მეთოდი

რაიმე არაპოპულარული ღონისძიების მიღება რომ უზრუნველჰყონ, მას თანდათანობით, დღითიდღე, წლიდან წლამდე ნერგავენ. სწორედ ამგვარად მოახვიეს თავს მოსახლეობას პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი) გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში.

სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, მერყევობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრებისეულ პირობებს. ყოველივე ამის ერთდროულად დაშვება რევოლუციას გამოიწვევს. ამიტომაც ეს ყოველივე თანდათანობით, ნელ-ნელა ინერგება…

გაგრძელება იქნება…