ნოამ ჩომსკიმ (ამერიკელი ლინგვისტი, პოლიტიკური პუბლიცისტი, ფილოსოფი) შეადგინა მასმედიის დახმარებით „მანიპულაციის 10 ხერხის“ სია…

გაგრძელება….

აღსრულების გადავადება

არაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგენენ, როგორც “მტკივნეულად აუცილებელი” ღონისძიებას, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში. ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის.

რატომ? პირველი, რადგან ეს უეცრად არ მოხდება. და… მეორეც, ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ ცვლილებებს და როდესაც ამისი დრო მოვა მათი მიღების პრობლემა არ ქმნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ პირობებს.

მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვებს

პროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო პუბლიკაზეა გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებსა და ინტონაციას იყენებს, თითქოსდა ელაპარაკებოდეს სკოლამდელი ასაკის, ჯერ კიდევ გონებრუვად უმწიფარ პატარებს. რაც უფრო ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით უფრო მეტად იყენებს ის ინფანტილურ მეტყველებით კონსტრუქციებს.

რატომ?  “თუ ვინმე მიმართავს ადამიანს, თითქოსდა ის 12 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის ბავშვი იყოს, შთაგონების ძალით (ცხადია ვარაუდის გასაზღვრული პროცენტით), ამ ადამიანის პასუხში კრიტიკული შეფასება უფრო ნაკლები იქნება, რაც 12 და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.

უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე

ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა დაიბლოკოს ადამიანთა რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ, მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები, იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები…

გაგრძელება იქნება…