ნოამ ჩომსკიმ (ამერიკელი ლინგვისტი, პოლიტიკური პუბლიცისტი, ფილოსოფი) შეადგინა მასმედიის დახმარებით „მანიპულაციის 10 ხერხის“ სია.

დასასრული…

მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრება

ეს არის მეთოდი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს ადამიანთა უუნარობას გაიგონ ის ხერხები და მეთოდები, რომელთაც მათი მართვისთვის იყენებენ და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ნებას უმორჩილებენ. “განათლების ხარისხი, რომელსაც უდაბლეს საზოგადოებრივ კლასებს სთავაზობენ, რაც შეიძლება უფერული, ღატაკი და საშუალო უნდა იყოს რათა, უმეცრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კლასებს მაღალი კლასებისგან განაცალკევებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც დაბალი კლასები ვერ დასძლევენ.

მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენ

მოქალაქეებს უნერგავენ აზრს იმის შესახებ, რომ ძალზედ მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზრდელი და უხამსი,…

საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება

ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რომელიც მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი ძალისხმევის გამო ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რათა წინ აღუდგეს ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს დამთრგუნველ მდგომარეობას, მათ შორის კი, უმოქმედობას. ხოლო იქ სადაც უმოქმედობაა, რაიმე რევოლუციაზე და წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი!

ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნა, რაც მათ საკუთარ თავზე იციან

 ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების წარმატებებმა მეტად გაზარდეს ნაპრალი უბრალო ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს შორის, რომელსაც ფლობენ გაბატონებული კლასები. ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით “სისტემამ” ადამიანის შესახებ მოპოვა უდიდესი ცოდნა, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თვზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ვიდრე თვით ადამიანებს.