დღეს, კომპანიებისთვის და მათი მომსახურე სარეკლამო სააგენტოებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ როგორ მიიქციოს რეკლამამ მომხმარებლის ყურადღება…

ზოგი ამას ზე-კრეატიულობით ცდილობს, ზოგი – შიშველი ფიგურების და სექსუალორობის გამოყენებით (მგონი ყოველთვის ამართლებს), ზოგი კი საეთერო დროის საკუთარი მომაბეზრებელი რეკლამით „ამოტენვით“.

მავანი კი, უბრალოდ დიდ და გრანდიოზულ სარეკლამო კონსტრუქციებს იყენებს.

გთავაზობთ რჩეულ ფოტოებს:

ტოტალიზატორი Betfair.com 2008 წლის ფეხბურთის ჩემპიონატზე ჩამავალი ტურისტების 50 საფეხბურთო მოედნის ზომაზე გადაჭიმული რეკლამით ცდილობდა…

კოკა-კოლის 70 000 ათასი ცარიელი ბოთლით დამზადებული ლოგოტიპი ჩილეში მდებარეობს. მისი სიმაღლეა 50 მეტრი, ხოლო სიგრძე – 120…

როჯერ ფედერერის სახის დასახატად 3000 ლიტრი საღებავი დაიხარჯა. შემდეგ ის დაიფარა 1000 ლიტრა საპარსი ქაფით და შედგა მსოფლიოში ყველაზე მსხვილმაშტავიანი წვერის პარსვის პროცედურა გაზონისმჭრელი მანქანების მეშვეობით.

ყველაზე გრძელი, 1,5 კმ სიგრძის ბანერი, ეკოლოგიურად სუფთა, მეორადი გადამუშავების შედეგად მიღებული მასალისგანაა დამზადებული.

ყველაზე დიდი გზის მიმანიშნებელი 50 მეტრ სიმაღლეზე კიდია. საკმარისია ნოკიის მფლობელმა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მიუთითოს სასურველი ობიექტის სახელი და ისარი მაშინვე საჭირო მიმართულებით შეტრიალდება.

ფილმ „ტრანსფორმერების“ რეკლამა ლას-ვეგასის პირამიდის ფორმის სასტუმრო „ლუქსორში“ 9 000 მეტრზეა გადაჭიმული…

ყველაზე დიდი სარეკლამო პოსტერი მაიკლ-ჯექსონს უკავშირდება. მისი ფართობი 2700 კვადრატული მეტრია

3D ეფექტით შექმნილი ყველაზე დიდი ნახატი რეკლამა აშშ-შია და 900 კვადრატულ მეტრს იკავებს

შვეიცარიის ავიახაზებმა საკუთარი რეკლამისთვის შვრიის ყანა გამოიყენა. 100 000 კვადრატულ მეტრზე დატანილი რეკლამისთვის შვრია 4 თვის განმავლობაში „მწიფდებოდა“…