თუ გინდათ რომ ახალი ტრენდის დამკვიდრების მხილველი და მონაწილე იყოთ, თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ სტატიკური პოზა ყველაზე უცნაურ ადგილას, რომელიც უცბად შეგიძლიათ მოიფიქროთ, გადაიღოთ ფოტო და განათავსოთ ის სოციალურ ქსელში… სულ ეს არის?!

თავისუფალი ყვინთვა

ეს ბრიტანელი ახალგაზრდების ახალი გასართობია. მისი მოყვარულები აუზში ხტომის დროს ისეთ პოზას იღებენ თითქოს ისინი მხოლოდ სანაპიროზე არიან წამოწოლილები.

ეს მომენტი კი სპეციალისტმა ოპერატორმა უნდა დააფიქსიროს. ხოლო იმისთვის რათა ადამიანმა საჭირო პოზა მიიღოს, ურჩევენ რომ გადმოხტეს ტრამპლინის უმაღლესი წერტილიდან. საკმაოდ მახვილგონივრულად გამოიყურება ფოტოები  სადაც ჩაცმულები არიან, მაგალითად საქმიან კოსტუმებში…

ასეთი ფოტოები შემსრულებლებისა და ფოტოგრაფების დიდ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.  არასრულყოფილი კადრის შემთხვევაში, ტრიუკის მალევე გამეორება ვერ ხერხდება…