კანადაში არსებობს კომპანია „Child’s own studio”, რომელიც ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით ამზადებს რბილ სათამაშოებს…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კომპანიის დამაარსებელმა ვენდი ცაომ (Wendy Tsao) ვერაფრით გადაწყვიტა, თუ რა საჩუქარი გაეკეთებინა თავისი 4 წლის შვილისთვის. მას სურდა, საჩუქარი ყოფილიყო  ბავშვისთვის ძალიან ახლობელი, თბილი, საკუთარი…

ამიტომ, მაღაზიებში სირბილის ნაცვლად, მან გადაათვალიერა შვილის „შემოქმედება“ და ასე შეიქმნა პირველი რბილი სათამაშო ნახატის მიხედვით.

კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არსებობს ყოველდღიურად ელ-ფოსტის მეშვეობით იღებს ასობით ფოტოს აშშ-ს, ევროპის და სამხრეთ ამერიკიდან.

გთავაზობთ ბავშვების ნახატატების მიხედვით შექმნილ სათამაშოებს…

თქვენც დახატეთ და თქვენც ინატრეთ🙂