„უკანასკნელი შანსი ნოკიასთვის“ – პრეზენტაციამდე ასე აფასებდნენ ანალიტიკოსები ფინური კომპანიის მიერ Windows Phone 8-ის ბაზაზე, ასე  ნანატრი NOKIA Lumia 920 და Lumia 820-ს წარდგენას…

თუმცა სულ ამაოდ… იმის მიუხედავად, რომ ტელეფონმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაინც ვერ შესძლო თვით ნოკიას თავგადაკლულ გულშემატკივრებშიც კი ისეთივე აღფრთოვანების გამოწვევა, როგორსაც მისი კონკურენტი iPhone და Samsung Galaxy ახერხებს.

თუმცა, ყველაზე კატასტროფული შედეგის მომტანი აღმოჩნდა პრეზენტაციის ის მონაკვეთი, სადაც ხდებოდა ახალი ტექნოლოგიის, PureView-ს საშუალებით გაკეთებულიფოტო და ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება.როგორც აღმოჩნდა, ვიდეო ჩანაწერი გაკეთებულია ჩვეულებრივი კამერით და არა PureView ტექნოლოგიით. ნოკიამ უკვე აღიარა ეს ფაქტი.

NOKIA-ს youtube-ს ოფიციალურ არხზე კი გამოჩნდა, ნამდვილად PureView ტექნოლოგიით გადაღებული 15 წამიანი ვიდეო-დემონსტრაცია, თუმცა, მან ვერ იხსნა კომპანია აქციების 16% გაუფასურებისგან.