ვინც ვებ დიზაინერი ხართ ან უბრალოდ გიყვართ კრეატივი და მას შესაბამის გამოყენებას უძებნით, თქვენთვის უცნობი არ იქნება უნაყოფო დღეები, როცა გგონიათ, რომ კრეატივის მარაგი ამოწურეთ და “გაიჭედეთ”. ასეთ დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება საუკეთესო ვიზუალების თვალიერებაა. ამიტომაც გთავაზობთ იმ საიტების ჩამონათვალს, რომლებიც ასეთ დროს დიდ სამსახურს გაგიწევენ.

1 – Note Point

აქ თავმოყრილია ბევრი PDF თუ საპრეზენტაციო ფორმის ფაილები, რომლებშიც, კრეატივთან ერთად საკმაოდ კარგ რჩევებსაც წააწყდებით.

2 – The Book Cover Archive

საუკეთესოდ და ე.წ. მიზანში მოხვედრილი ვიზუალით გაფორმებული წიგნების ყდები

3 – Photo Retouching

ამ საიტზე სხვადასხვაგვარად დამუშავებული ფოტოები დიზაინერულ შთაგონებას უხდება.

4 – One Eyeland

ფოტოგრაფთა ვირტუალური სამყარო, სადაც ყველაზე მოულოდნელ და საინტერესო ფოტოებს გადააწყდებით.

5 – Fashion Served

სამოდელო ფოტოგრაფია – შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ გამოდგება.

6 – Industrial Design Served

ინდუსტრიული დიზაინის საუკეთესო მაგალითები.

7 – Typography Served

ტიპოგრაფიის ყველაზე საინტერესო გამოყენება.

8 – Visual Complexity

იდეალური ადგილი რთული ვიზუალის მოყვარულთათვის.

9 – Flowing Data

მშვენიერი და საჭირო ვებგვერდი ინფოგრაფიკებისა და მონაცემთა ვიზიუალიზაციის მოყვარულთათვის.

10 – Information Is Beautiful

აქ ინფორმაციის ლამაზად გადმოცემის ხერხებს გაეცნობით.

11 – Pattern Tap

ინტერფეისების გამოყენების საუკეთესო მაგალითები.

12 – The Postage Stamps! Pool

საფოსტო მარკების ვიზუალი უფროსი თაობების შთაგონების წყარო იყო ათწლეულების განმავლობაში. თქვენც გადაავლეთ თვალი.

13 – The Oodles of Doodles Pool

აქ უამრავ საინტერესო ჩანახატს და “იკონკას” ნახავთ.

14 – The Pretty Sketchy Pool

სკეჩებისა და შარჟების დიდი გალერეა.

15 – Buamai

გაეცანით კრეატივის დარგში მომუშავე წარმატებულ დიზაინერთა ნამუშევრებს.

16 – We Heart It

ფოტოებისა და ვიდეოების სოციალური ქსელი. ნახეთ, თუ აჯობებს ფლიკრს.

17 – Vi.sualize.us

კიდევ ერთი ადგილი, სადაც საინტერესო ვიზუალს ნახავთ.

18 –  FFFFound

ამ ოცეულში ერთ-ერთი ფავორიტი ფოტოსაიტიც შევიყვანეთ.

19 – siteInspire

ეს არის ყველაზე შთამაგონებელი საიტების გალერეა.

20 – HTML5 Gallery

HTML5 ტექნოლოგიის ყველაზე მაგარი დიზაინები.

წყარო: adme.ru