ფინელმა შეფმზარეულმა ტიმო ლინამაკმა რესტორანი “Pop-Down” გახსნა. რესტორანი, რომელიც გურმანებს და არამხოლოდ მათ,  სადილობას 80 მეტრის სიღრმეზე, ძველ მაღარო ტიუტიურიში სთავაზობს.

გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათა დგილობრივი ლაბორატორიის ექსპერიმენტული  ლიფტით 350 მეტრის სიღრმეზეც ჩავიდნენ და მაღარო მოინახულონ!

მნიშვნელოვანია, რომ რესტორანი მიწისქვეშა პირობების გათვალისწინებით ააშენეს. რესტორნის ადმინისტრაციას სურს, ადამიანები ცხოვრების რიტმს ცოტა ხნით ჩამორჩნენ და დედამიწასთან ძალიან ახლოს მივიდნენ.

თავად მაღარო 380 მეტრ სიღრმეზეა, სადაც კირქვა კვლავ მოიპოვება.

ერთი შეხედვით, ადამიანებს 80 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა არ აშინებთ. 64 ადგილიანი რესტორანი მუდამ  ხალხით სავსეა.რესტორანში სადილი კი 160 დოლარი ღირს.