რეკლამის სამყაროს ყველაზე საინტერესო მოვლენები და მათი წარმოების მეთოდები…

გაგრძელება…

11. სექსუალური ხატების გამოყენება რეკლამაში – არც ისე ახალი ხერხია. შიშველი ქალების გამოსახეულება შეიძლება შეგვხვდეს ნაბეჭდ რეკლამაზე 1800 წელს.

12. ქალის ტანს რეკლამაში სრულად იშვიათად აჩვენებენ. ჩვეულებრივ, მას ნაწილებად „შლიან“ და  სხეულის ცალკეული ნაწილების დემონსტრირებას ახდენენ. პრეზენტაციის ასეთ მეთოდს აკრიტიკებენ  ძალადობის ფარული წახალისებისათვის და ქალის, როგორც ობიექტის დემონსტრაციისთვის

13. მკვლევართა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ რეკლამა წარმოადგენს ხელოვნების მნიშვნელოვან და გავლენიან ფორმას დედამიწაზე.

14.მიუხედავად იმისა რომ რეკლამა Apple Macintosh „1984“  იყო ნაჩვენები ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ ფინალურ თამაშზე (Super Bowl), რგოლმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ შემდგომ რეკლამაზე. რგოლი გადაიღო რეჟისორმა რიდლი სკოტმა. ეს იყო „ივენთ-მარკეტინგის“  საუკეთესო მაგალითი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ პროდუქტის პრომოუშენს ასევე არანაკლები ყურადღება უნდა ექცეოდეს, როგორც თავად პროდუქტს.

15. ჰომოსექსუალები პირველად თავის რეკლამაში აჩვენა Ikea-მ. 1994 წელს ბრენდმა გამოუშვა რგოლი, სადაც მამაკაცთა წყვილი  არჩევს ავეჯს საყიდლად.

16. 2009 წელს აკრძალული იყო დისნეის რეკლამა (Disney). პოსტერზე გამოსახული იყო გოგონა საფეხბურთო მაისურში წარწერით „ამიწიე მაისური, რომ დაინახო მეტი“ („Lift up my shirt to see more“). ეს იყო რეკლამა ფილმის “Adventureland”.

17. მაჯის საათების რეკლამაში დრო ყოველთვის უჩვენებს 10 საათსა და 10 წუთზე. ეს არის ღიმილის იმიტაცია, ასე რომ, ვინც ამ რეკლამას უყურებს, არ გაუჩნდება უარყოფითი ემოციები.

18. ფსიქოლოგთა ამერიკული ასოციაცია ამტკიცებს, რომ ბავშვები 8 წლამდე კრიტიკულად არ აფასებენ რეკლამებს და ყველა მიწოდებულ ინფორმაციას მიიჩნევენ სამართლიანად, მისაღებად და ობიექტურად.

19. ტკბილი გაზირებული სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა, 2006 წელს, რეკლამაზე დახარჯეს 492 მილიონი დოლარი. შედარებისთვის მოვიყვანთ, რძის მწარმოებლებელ კომპანიას „Milk Processor Education Program“, რომელიც იყო კამპანია „Got Milk“-ის ინიციატორი, ამავე წელს მან რეკლამაზე დახარჯა 67 მილიონი დოლარი.

20. ბავშვთა კვლევის დროს, ნახევარზე მეტი გამოკითხულთაგან აცხადებდა, რომ რეკლამირებული პროდუქტების ყიდვა მატებს მათ მეტ თვითდაჯერებულობას.