წარმოგიდგენთ, რეკლამის სამყაროს ყველაზე საინტერესო მოვლენებსა და მათი წარმოების მეთოდებს…

პროექტის Random History ამერიკელმა ისტორიკოსებმა შეისწავლეს რეკლამის ისტორია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მიმართულების და წარმოადგინეს  ამ სფეროს განვითარების შესახებ საკუთარი აზრი, თანაც ფაქტების სახით…

  1. მსოფლიოში ყოველწლიურად რეკლამაზე იხარჯება 500 მილიარდი დოლარი
  2. ამერიკელი 65 წლის ასაკისთვის საშუალოდ ასწებს ნახოს 2 მილიონი სარეკლამო რგოლი.
  3. სტანდარტული სარეკლამო ფარი პირველად 1900 წელს ამერიკაში შეიქმნა. ამავე წელს, მოიგონეს დაემონტაჟებინათ ბილბორდები ქუჩებსა და მაგისტრალებზე.
  4. ამერიკელი ბავშვი უყურებს  საშუალოდ 40 000 სარეკლამო ტელე-რგოლებს წელიწადში. ეს არის მეტი ვიდრე 100 რგოლი დღეში.
  5. საბავშვო ნაწარმის რეკლამა გათვლილია ე.წ. „კაპრიზის ფაქტორზე“. ის უბიძგებს ბავშვებს, შეიძინონ გარკვეული საქონელი, რომლებიც მათ უფრო პოპულარულს გახდის თანატოლებში.  დანარჩენი კი, დამოკიდებულია უკვე მათი მშობლების მოთმინებაზე. კვლევების თანახმად, ამერიკელმა თინეიჯერებმა უნდა სთხოვონ საკუთარ მშობლებს უყიდონ რეკლამიდან საგანი 9-ჯერ მაინც, სანამ ეს უკანასკნელნი დანებდებიან და დათანხმდებიან შენაძენის გაკეთებაზე.
  6. ყველაზე მეტი საჩივარი მიიღო კლინიკის „Advanced Medical Institute“ ავსტრალიური რგოლმა  ერექციული დისფუნქციის თაობაზე. მკურნალობის ეფექტურობის დემონსტრირებისთვის, რგოლის სიუჟეტის მიხედვით ცოლმა გამოიყენა მეუღლის ერექცია საფეხურის სახით, იღებდა რა რაღაც საგანს მაღალი თაროდან.

7. ვიდეო გადაღებების დროს ყინულის ნატეხები რომ არ დნებოდეს, მათ ამზადებენ აკრილისგან. ჰაერის ბუშტუკებისთვის კი წვენში ამატებენ სარეცხ საშუალებებს და აუცილებლად აზავებენ მას წყალთან, რათა უკეთესად გაატაროს სინათლე.

8. იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები ხარჯავენ ორჯერ მეტ ფინანსებს რეკლამაში, ვიდრე კვლევებში.

9. ცნობილი რეკლამა მალბოროს კოვბოის შესახებ გამოვიდა 1955 წელს. თავიდან, მთავარი პერსონაჟის სახით გამოყენებული იყო სპორტსმენი, იარაღის ოსტატი და კაპიტანი. მაგრამ ძლიერმა კოვბოიმ დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა. სამივე მსახიობი, რომლებიც გადაიღეს მალბოროს რგოლში, გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ხოლო ბრენდმა მოიპოვა მეტსახელი „კოვბოების მკვლელი“ (Cowboy Killer).

10. 2011 წელს 30 წამიანი სარეკლამო რგოლის ღირებულებამ სუპერ ბოულის ტრანსლაციის დროს 3 მილიონი დოლარი შეადგინა (აშშ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალური თამაში)(Super Bowl).

(გაგრძელება იქნება)

….