რეკლამის სამყაროს ყველაზე საინტერესო მოვლენები და მათი წარმოების მეთოდები

(გაგრძელება)…

21. პირველი ფასიანი სარეკლამო შეტყობინება აშშ-ში იქნა განთავსებული 1704 წელს  გაზეთში „Boston News Letter“

22. ყველაზე ძვირადღირებული პოლიტიკური რეკლამის ისტორიაში გახდა აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნების კამპანია 2008 წელს – 2,6 მილიარდი დოლარი. ბარაკ ობამამ დახარჯა 310 მილიონი დოლარი, ჯონ მაკეინმა კი – 136 მილიონი დოლარი.

23. რეკლამაში ხშირად გამოიყენება ტექნიკა „ეფექტურობის პირობები“: რეკლამირებული პროდუქტი წარმოდგენილია იმ საქონლით და საგნებით, რომლებიც მომხმარებლებში იწვევს დადებით ემოციებს. მაგალითად, სარეცხი ფხვნილების რეკლამირება, უკეთესია ბავშვების, ყვავილების, მზის სინათლის „ფონზე“ გააკეთო. ბრენდის დემონსტირება ასეთი სახით, ითვლება, რომ საუკეთესო სარეკლამო „ხერხს“ წარმოადგენს.

24. პროდუქტის შეძენაზე ადამიანთა მოტივირებისათვის, რეკლამა უნდა მიმართული იყოს ადამიანის ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი და „პოპულარული“ ინსტინქტები რეკლამაში არის – სექსი, შიში, საკუთარი ღირსების გრძნობა, თვითგადარჩენის და ძალაუფლების ინსტიქტები.

25. კვლევები აჩვენებს, რომ მრავაჯერადი ზემოქმედება ნაკლებად შესამჩნევი გამღიზიანებლისა (მაგალითად, საბანერო რეკლამის) ქმნის ე.წ. „ექსპოზიციის ეფექტს“, რომელიც აძლიერებს ობიექტის პოზიტიურ აღქმას.  მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა არ „აკლიკებს“ ბანერზე, რეკლამა მაინც ტოვებს დადებით დამოკიდებულებას რეკლამირებულ პროდუქტზე. გარდა ამისა, ბანერის მეოცე ჩვენებაზეც კი „მოყირჭების ეფექტი“ არ წარმოიშობა.

26. რეკლამაში საკვების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ სპეციალური „სტილისტები“.  შემწვარი წიწილა რეკლამაში უკეთესად რომ გამოიყურებოდეს, მას წინასწარ მოამზადებენ.  თავდაპირველად, „საკვების სტილისტები“ ფრინველის კანს ჭიმავენ და აფიქსირებენ ნემსით და ძაფით. შემდეგ, გამოტენიან მას დასველებული ქაღალდებითა და პირსახოცით, რომელიც მას უფრო ფუმფულას აჩენს. ამის შემდეგ, ქათამს გარედან წვავენ, ისე რომ მხოლოდ კანი შეიბრაწოს (შიგნიდან ის უმი რჩება). პროცესის დასრულების შემდეგ, ქათამს ღებავენ მოოქროსფრო-მოყავისფრო საღებავებით.

27. საბავშვო რეკლამებში მსახიობები, როგორც წესი, გაცილებით უფროსები არიან მიზნობრივ აუდიტორიაზე. მაგალითად, სათამაშოს რეკლამირებისას 8 წლის ბავშვებისათვის, სარეკლამო რგლში წარმოდგენილნი არიან 11-12 წლის ბავშვები, რომლებიც, სცენარის მიხედვით, თამაშობენ ამ რეკლამირებული საქონლით. ეს სპეციალურად კეთდება. ხდება როლური მოდელირება მიბაძვისათვის.

28. ამტკიცებენ, თითქოს Microsoft-მა გადაუხადა 9 მილიონი დოლარი ჯგუფ „Rolling Stones“-ს, რომ ამ უკანასკნელს „Windows 95“-ის რეკლამაში შეესრულებინა თავისი კომპოზიცია „Start Me Up“.
ასევე, ცნობილია რომ სრულიად უცნობი ჯგუფის „Cansei de Ser Sexy“, ასევე, უცნობი სიმღერა „Music is My Hot, Hot, Sex“ გახდა ჰიტი მას შემდეგ, რაც გაისმა „Apple iPod“-ის რეკლამაში…

29. კომპანია „Mars“-მა ფილმის „უცხოპლანეტელი“ მთავარი გმირი  იმდენად შეუხედავად მიიჩნია (მახინჯადაც კი), რომ ნება არ დართო ფილმში თავისი კანფეტები „M&M’s“ გამოეყენებინათ.  ფილმის „შემქმნელებმა“ გამოსავალი ნახეს და „M&M’s“-ის ნაცვლად კადრში გამოიყენეს „Reese’s Pieces“-ს კანფეტები, რომლის გაყიდვები ფილმის გამოსვლის შემდეგ 65%-ით გაიზარდა.

30. ავტომწარმოებელი კომპანია „Volkswagen“-ის სარეკლამო კამპანია „Think Small“  1950 წლის ბოლოს (სააგენტო „Doyle Dane Bernbach“) ითვლება ყველაზე გამორჩეულად, რადგან მისი დამსახურებით გერმანული ავტომობილი  „ფოლკსვაგენი ხოჭო“, რომელიც ჰიტლერის შეკვეთით დამზადდა, წარმატებით გაიყიდა ომისშემდგომ ამერიკაში…

დასასრული იქნება…

ქეთევან გალუმაშვილი