გულმავიწყი ხართ?! თუმცა არც ისეთი რომ სახლის გზა დაივიწყოთ?! მაგრამ რა იცი რა ხდება…

ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში ფეხსაცმელი იყიდება, რომელიც პატრონს სახლის გზას უჩვენებს.

ფეხსაცმელი ექსპოზიცია KK Outlet-შია წარმოდგენილი. მარცხენა ფეხსაცმელი სინათლის ინდიკატორებით არის  აღჭურვილი, რომლიც პატრონს სივრცეში ორიენტირებაში ეხმარება. მარჯვენა ფეხსაცმელი კი “თბილა/ცივა” პრინციპით ადამიანს დანიშნულების ადგილიდან დაშორებას კარნახობს…

გავოცდი… ეს ის მომენტია როცა ფეხსაცმელი ადამიანზე ჭკვიანია.. თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ ამ დღეში?!🙂

კიდევ ერთი დეტალი…

ფეხსაცმელში GPS – ნავიგატორია ჩამონტაჟებული. USB კაბელით მისი კომპიუტერთან შეერთება, დანიშნულების ადგილის კოორდინატების შეტენა და მისი დატენვაა შესაძლებელი.

ასე რომ… სადაც არის სახლი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიოოოოო… ოდნავ გადავაკეთე, მაგრამ მაინც გამომივიდა!🙂