რობოტმა ადამიანები რომ ქარხანებში ჩაანაცვლა და ბოლო დროს სამზარეულოშიც დაიმკვიდრეს ადგილი, ეს უკვე ცნობილია. არსებობენ რობოტები, რომლებიც უკვე თქვნს სიზმარსაც დახატავენ!

ისინი ახლა  ძილის დროს თქვენს გონებაში შეღწევას ცდილობენ, თუმცა მხოლოდ ცნობისმოყავრეობის ფარგლებში და მხოლოდ კეთილი განზრახვით!

ერთი სიტყვით, ახალი რობოტები თქვენს ძილს ნახატად აქცევენ. ასეთი მექანიზმი სასტუმროთა ქსელ Ibis Hotels-ში,   კერძოდ  პარიზში, ლონდონსა და ბერლინში ამოქმედდა. აქცია  “Sleep Art”-ის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა დაიძინოს და მან მიღოს საკუთარი ძილის მხატვრული ანალიზი.

იმისათვის, რომ რობოტმა თქვენი “ძილი აღბეჭდოს” სპეციალურ მატრასზე უნდა დაწვეთ, რომელსაც 80 სენსორი აქვს დამონტაჟებული. სენსორები აფიქსირებენ წნევას, ხმას, მოძრაობას და ტემპერატურას.

მიღებულ ინფორმაციას მატრასი უკაბელო კავშირის მეშვეობით პარიზის სამხატვრო აკადემიაში აგზავნის, სადაც ალგორითმი მონაცემებს აანალიზებს და ვიზუალურად ტილოზე გამოსახავს.