ლუი ვიუტონი (ფრანგ. Louis Vuitton, ზოგჯერ უბრალოდ LV) — ფრანგული მდიდრული მოდის და ტყავის ნივთების ბრენდი. კომპანიის სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს. ბრენდი თანამშრომლობს მარკეტინგისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებთან და ცნობილია მის მიერ წარმოებული ხელჩანთებისა და ჩემოდნებისთვის.

წელს, მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში საუკეთესოდ ფრანგული ბრენდი Louis Vuitton-ი დაასახელეს.

Louis Vuitton-მა ისეთ ცნობილ ბრენდებს გადაასწრო, როგორიცაა Gucci, Burberry და Prada.

Louis Vuitton-ი ასევე მოხვდა რეიტინგში – “100 Best Global Brands” მოხვდა, რომელიც ცნობილი მსოფლიო ბრენდების ღირებულების მიხედვით შედგა.

Louis Vuitton 23,5 მლნ დოლარადაა შეფასებული, მან რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა. ხოლო მსოფლიოს საუკეთესო ბრენდი გახდა  Cocа-Cola, რომელიც 77,8 მლნ დოლარადაა შეფასებული.

მოდის ბრენდებს შორის მეორე ადგილი H&M-ს ერგო, რომელმაც რეიტინგში 23-ე ადგილი დაიკავა (16,5 მლნ დოლარი). მას Zara (9,5 მლნ დოლარი), Gucci (9,4 მლნ დოლარი) და Hermes (6,1 მლნ დოლარი) მოსდევს. ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ მეექვსე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში ასევე Cartier-ი, Tiffany & Co და L’Oreal-ი მოხვდნენ.

დღესდრღეისობი,  Louis Vuitton-ის ლოგო ამშვენებს ჩანთებს, ჩემოდნებს თუ საფულეებს მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ ფირმის ისტორია კი იმ დღიდან დაიწყო, როდესაც 33 წლის ლუისმა პარიზში გახსნა ჩემოდნების მაღაზია.

ლუისი დაიბადა 1821 წელს პატარა ქალაქში. 14 წლის ასაკში მან დატოვა სახლი და დასახლდა პარიზში. 2 წლის შემდეგ ლუისი ნაპოლეონ მესამემ აირჩია რათა გაეკეთებინა ჩემოდნები იმპერატრი ეუჯინის კაბებისთვის. ლუის ვუიტონის შექმნილი ჩემოდნები გამოირჩეოდნენ თავისი პრაქტიკულობით.

ლამაზმა დიზაინმა და მაღალმა ხარისხმა ვუიტონის ნამუშევრები პოპულარული გახადა პარიზის მაღალ საზოგადოებაში. 1860 წელს მან ქარხანა გააფართოვა და ასნიერესში გადავიდა საცხოვრებლად. მან მალევე გაითქვა სახელი საფრანგეთის გარეთ. 1867 წელს მან აიღო ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ბაზარზე ხოლო უკვე 1889 წელს კი ოქროსი.

ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1892 წელს, 71 წლის ასაკში. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა ჯორჯ ვუიტონმა განაგრძო მამის საქმე და ’’Louis Vuitton’’ აქცია მსოფლიო მარკად. 1893-1936 წლებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ოქროს წლებბი ამ ბრენდისთვის. ეს ყველაფერი კი დაიწყო 1893 წელს მსოფლიო ბაზარძე ჩიკაგოში. ერთი წლის შემდეგ კი ჯორჯმა გამოაქვეყნა წიგნი “Le Voyage” (მოგზაურობა) ჯორჯმა დაიწყო მოგზაურობა ამერიკაში პროდუქციის გასაყიდად რამაც უფრო მეტად გაუზარდა შემოსავალი. 1901 წელს ‘’Louis Vuitton’’-მა ახალი საუკუნის დაწყება აღნიშნა ახალი პროდუქტის გამოშვებით. ეს იყო ვუიტონის საფირმო ქაღალდის ჩანთა შეძენილი ნივთების ჩასაწყობად.

ერთი წლის შემდეგ იგი იყო მიწვეული ჟიუროს წევრად წმ. ლუისის მსოფლიო ბაზარზე. ამავე წელს მან გამოუშვა ქაღალდის ჩანთების ახალი ხაზი. მას გაუჩნდა ახალი იდეა შეექმნა პატარა ჩანთები სუნამოებისა თუ პარფიუმერიის ჩასაწყობად. 1914 წელს ‘’Louis Vuitton’’-მა გახნა სამგზავრო ნივთების მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია, პარიზში. ამას მალევე მოყვა მაღაზიების გახსნა ნიუ იორკში, ლონდონში, ვაშინგტონში, ალექსანდრიაში, ბომბეისა და ბუენოს აირესში. 1924 წელს ‘’Louis Vuitton’’-მა გამოუშვა სამგზავრო ჩანთების სერია რომელიც ძალიან მოსახერხებელი იყო ნივთების ჩასალაგებლად და ასევე მოსახმარად.

ხუთი წლის შემდეგ ‘’Louis Vuitton’’-მა იზეიმა 75 წლისთავი. 1930 წლის დასაწყისისთვის ‘’Louis Vuitton’’-მა გამოუშვა რამდენიმე ჩანთა, რომელებიც ცნობილები გახდნენ თავიანთი მოსახერხებელი დიზაინით და ეგზოტიკური მასალით. მაგალითად გლამურული ჩანთები შექმნილი იყო ნიანგის ტყავისგან. ‘’Louis Vuitton’’-ის ისტორია ტრაგიკულად შეიცვალა როდესაც 1936 წელს გარდაიცვალა ჯორჯ ვუიტონი და ამით დასრულდა ოქროს წლები ამ კომპანიისთვის. კომპანიის მართვა განაგძო მისმა შვილმა გასტონ-ლუის ვუიტონმა.

1951 წელი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ წლად ამ კომპანიისთვის, რადგანაც ამ წელს მიიღო შეკვეთა პრეზიდენტ აურიოლისგან, რომელსაც დაუმზადეს სამოგზაურო კომპლექტი. 1959 წელს კი ნაჭრის დამუშავების ახალი მეთოდი გამოიგონეს, რამაც გაადვილა მუშაობა და ‘’Louis Vuitton’’-მა გამოუშვა ჩანთების დიდი რაოდენობა, იმდენი რამდენიც არ გამოეშვა არასდროს. ამ დროსვე გამოუშვეს ჩანთები ‘’Louis Vuitton’’-ის ლოგოთი. შემდეგი 7 წლის განმავლობაში ‘’Louis Vuitton’’-მა შექმნა 25 ახალი პროდუქტი.

გასტონ-ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1969 წელს, ერთი წლის შემდეგ რაც მან გახნა ‘’Louis Vuitton’’-ის გაყიდვების ოფისი იაპონიში, ეს იყო ახალი ეტაპის დასაწყისი ფირმის ისტორიაში. ამას მოყვა მაღაზიების გახსნა ტოკიოში და ოსაკაში. 1977 წელს ‘’Louis Vuitton’’-ის ჰოლდინგი გაფორმდა. 1980 წელს გაიხნა პირველი მაღაზია სამხრეთ კორეაში, კერძოდ სეულში. ფირმის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა იმანაც რომ ის შეურთდა კომპანიას სახელად ’’Moët-Hennessey’’-ს. ახალი ჰოლდინგი გაფორმდა 1987 წელს სახელით LVMH. ეს ჰოლდინგი ფლობს 50-ზე მეტ განსხვავებულ შვილობილ კომპანიას. მათ შორის ყველაზე ძველია ფრანგული ღვინის კომპანია Château d’Yquem, რომელიც 1593 წელს დაარსდა. დღესდღეისობით ‘’Louis Vuitton’’-ის ნაწილი კონტროლდება დიორის მიერ.

ახალი კოლექციის დასათვალიერებლად ეწვიეთ მის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.LouisVuitton.com