QR-კოდი ალბათ უკვე ყველამ იცით რა არის… მას აქტიურად იყენებენ საქართველოშიც, თუმცა ძირითადად ყველა ერთი სახისაა.

დღეს უკვე არაერთ სავიზიტო ბარათს, ჭიქას, მაიკას და კიდევ რას აღარ ამშვენებს კოდი რომელიც იაპონელებმა  1994 წელს, კორპორაცია Denso-Wave-ის ხელმძღვანელობით შექმნეს.

თუმცა მაინც განვმარტავ, QR კოდი – იგივე Quick Response კოდი სახელიდან გამომდინარე არის სწრაფად აღქმადი კოდის სტანდარტი. ჩვეულებრივი კამერისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებელია QR კოდს გადაუღოთ სურათი და უმალვე კოდში დაშიფრული ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაში გადავა.

ასეთი ფუნქცია ძირითადად მობილურ ტელეფონებს გააჩნია და სწორედ ყველაზე მეტად იმ მისიით გამოიყენება რაც სტატიის დასაწყისში ვახსენე. თქვენ დაიტანთ თქვენს QR კოდს თქვენსავე სავიზიტო ბარათზე, ხოლო სხვა რომელსაც სურს რომ თქვენს შესახებ ინფორმაცია მობილურ ტელეფონში ჰქონდეს, უბრალოდ გადაუღებს სურათს ამ კოდს და სპეციალური პროგრამის საშუალებით რამდენიმე წამში სრულ დაშიფრულ ინფორმაციას შეიტანს თქვენს შესახებ.

ახლა, გთავაზობთ QR-კოდების კრეატიულ ვერსიებს…