არგენტინის პამპასში მდებარე ერთ-ერთ მიწათმოქმედებით გამორჩეულ რეგიონში  გიტარის ფორმის ტყეა შექმნილი, რისთვისაც 7000 მდე ევკალიპტის და კვიპროსის ხე გახდა საჭირო…

1 კილომეტრამდე გადაჭიმული გიტარის ფორმის ტყე საკმაოდ ადვილად მოჩანს თვითმფრინავებიდან და სატელიტებიდანაც. ამბავი კი თუ საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი უფრო შთამბეჭდავია.

გიტარის ფორმის ტყე გაშენებული იქნა ფერმერის სახელად პედრო მარტინ ურეტას მიერ. ის ეხლა 71 წლისაა,  და თურმე თითოეული ხე პედროს და მისი 4 შვილის დარგულია ათეულობით წლის წინ. ინსპირაცია კი პედროს ცოლისგან მოდის, რომელიც ერთ დღეს პამპას თავზე მიფრინავდა და ეს იდეა გაუჩნდა აზრად, ვინაიდან მას ყოველთვის უყვარდა ეს ინსტრუმენტი.

1977 წელს ის გარდაიცვალა ხოლო მისმა ქმარმა გარდაცვლილი მეუღლის საპატივსაცემოდ გადაწყვიტა ეს იდეა რეალობად ექცია და მათ გადაწყვიტეს 7000 მდე ხის დარგვა.  სიმები ევკალიპტის ხეებისგან გაკეთდა ხოლო შუაში ვარსკვლავის ფორმის ფიგურა კვიპროსისგან.

როგორც ბატონო  ურეტა აღნიშნავს მას მხოლოდ ზემოდან გადაღებული ფოტოები აქვს ნანახი, ვინაიდან ფრენის ყოველთვის ეშინოდა.