ერთ-ერთმა  უმსხვილესმა   სწრაფი კვების  ქსელმა  მაკდონალდსმა დააპატენტა უფლება გამოეშვა თავისი  წარმოების მარცვლოვანი ყავა. გაზეთ The Wall Street Journal-ს განცხადებით მაკდონალდსი ცდილობს დაეწიოს და გაუსწროს Dunkin ‘Donuts-ს, რომელიც წარმატებით ყიდის თავისი მარკის ყავას.

მაკდონალდსის წარმომადგენლის Danya Proud-ს განცხადებით, მას არ შეუძლია დაეთანხმოს ან უარყოს ეს ინფორმაცია. მან ხაზგასმით აღნიშნა მხოლოდ ის ფაქტი რომ კომპანია მუდმივად ცდილობს მოიზიდოს კლიენტი სხვადასხვა ხერხით.

მაკდონალდსის ყავა პროდუქციის გაყიდვების  6%  წარმოადგენს . დაახლოებით 5 წლის წინ რეგისტრირებულ იქნა ყავის ბრენდი McCafe.

ამერიკა წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს  ყავის იმპორტიორ ქვეყანას. ნაციონალური ასოციაციის მონაცემებით თურმე მოსახლეობის 54% ყოველდღიურად მიირთმევს ყავას.