ბრიტანეთის ეროვნულმა ოპერამ საკმაოდ პროვოკაციული აფიშა გამოუშვა. რატომ გადაწყვიტეს ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მარკეტოლოგები მას მაინც მარკეტინგულად ხსნიან!

საქმე ეხება მოცარტის ერთ-ერთ წარმატებულ ოპერას – “დონ ჟუანი”, დასი ახალი დადგმისთვის ემზადება და მას  პროვოკაციული აფიშაც ამიტომ მიუძღვნეს! სარეკლამო პლაკატებზე პრეზერვატივის გაგლეჯილი შეფუთვაა გამოსახული და დიდი და გამოკვეთილი ასოებით აწერია: “დონ ჟუანი. მალე” – “Don Giovanni. Coming soon.”

ინგლისის ეროვნული ოპერის წარმომადგენელის თქმით, ასეთი მარკეტინგული სვლა “თავად ოპერის არსს ასახავს”, განსხვავებული არსი დამდგმელმა რეჟისორმა რუფუს ნორისმა ჩაიფიქრა.

“ჩვენ სასაცილო და მახვილგონივრული რეკლამა გვინდოდა”,- აცხადებენ ოპერის წარმომადგენლები, მაგრამ Twitter-ის მომხმარებლებმა რეკლამა “ვულგარულად” მიიჩნიეს…

მაყურებელი ოპერის ინტერპრეტაციამ გააოგნა. ნორისის ჩანაფიქრით, დონ ჟუანი მაყურებლის წინაშე ბანალური მოძალადის სახით წარსდგება.