მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტმა მელისა ჩოუმ Facebook-ის ქურთუკი შექმნა. ქურთუკი ჩვეულებრივი არ გეგონოთ, მას  “ადამიანური გრძნობაც”  გააჩნია – ის თბილია, ამავდროულად  ჩახუტების სურვილიც კი უჩნდებათ!

და მაინც როგორ?

როდესაც თქვენს ფოტოს, სტატუსს, ვიდეოს, ან კომენტარს დაალაიქებენ, ქურთუკი “ჩაგეხუტებათ”.

ქურთუკს შიგნით ჯიბეები აქვს. დალაიქების დროს ქურთუკის ჯიბეები რამდენიმე წამში ჰაერით აივსება და “ჩაგეხუტებათ”.