საბერძნეთის ორმა საფეხმბურთო კლუმბა კრიზის გამო, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება ქვეყანაში, ისეთი უცნაური სპონსორები მოიძიეს, როგორიცაა საროსკიპო სახლი და დამკრძალავი ბიურო.

საფეხბერთუ კლუბ „ვოკეფალას“ (Voukefala) პრეზიდენტის, იანის ბატციოლის განცხადებით, სამოყვარული საფეხბურთო კლუბებს მძიმე პირობებში უწევთ არსებობა, რადგან მათ აღარავინ ეხმარებათ. ამიტომ კლუბებმა უარი ვერ თქვეს საროსკიპოს შემოთავაზებაზე. ბატციოლიმ იხუმრა, რომ როდესაც ფეხბურთელებმა შეიტყვეს ახალი სპონსორის შესახებ, დაინტერესდნენ თუ რა ბონუსებს შესთავაზებს მათ.

„ვოკეფალას“ ხელმძღვანელის თქმით, სპონსორი კანონიერ საქმიანობას ეწევა და მთელი მისი ბიზნესი ორ მილიონ ევროდ არის შეფასებული. ბორდელის რეკლამა გუნდის ფორმაზე მთელი სეზონის განმავლობაში განთავსდება.

ფინანსური დახმარების არქონის გამო საფეხბურთო კლუბი „პალეოპირგო“ (Paleopyrgo) დათანხმდა დამკრძალავი ბიუროს რეკლამირებაზე. კლუბის ერთ-ერთმა მენეჯერმა განმარტა, რომ დამკრძალავი ბიუროს მეპატრონე საფეხბურთო კლუბის მეგობარია. ფეხბურთელების შავ მაისურებზე განთავსდება დამკრძალავი ბიუროს დასახელება და დიდი ჯვარი.