მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ვასილი წერეთელი თანამედროვე კულტურის ცენტრ “გარაჟის” დირექტორ ანტონ ბელოვთან ერთად რუსეთის დედაქალაქში წიგნების მაღაზიათა ქსელს ხსნიან.

პირველი წიგნის მაღაზია ოქტომბრის ბოლოს ტავერსკის ბულვარში გაიხსნება, ხოლო მეორე – პეტროვკაზე, – ასე განუცხადა ჟურნალისტებს ვასილი წერეთელმა, რომლის მიერ დაარსებულ ქსელსაც “მომა შოპი” ერქმევა.

როგორც ЕГРЮЛ იუწყება, წერეთლისა და ბელოვის საერთო ბიზნესი მათი წილების ნახევარია. ბელოვს არ უსაუბრია წიგნების მაღაზიის ქსელში ინვესტირებულ თანხებზე, თუმცა თქვა, რომ ახალ ბიზნესს მხოლოდ თავიანთი ხარჯებით უძღვებიან. ექსპერტების შეფასებით, მოსკოვში ერთი ასეთი მაღაზიის გახსნა, დაახლოებით, 10 მლნ. რუბლი ჯდება.

მაღაზიაში მყიდველი შეძლებს, შეიძინოს, როგორც თანამედროვე ხელოვნებასთან დაკავშირებული წიგნები, ასევე სუვენირები. რაც შეეხება აბრევიატურას, “მომა” ანუ “МоМА” ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ნიშნავს (Museum of Modern Art), რომლის მეტსახელიც სხვა ანალოგიური ტიპის მუზეუმებსაც ეწოდა.

წყარო: advertology.ru