ბავშვობაში ზღაპრები ყველას გვიყვარდა. ზღაპრული ანიმაციური ფილმები – მითუმეტეს. ეს, მართლაც ის ზღაპრული სამყაროა, სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. თუმცა, ჩვენ გავიზარდეთ და ვიცით, რომ არაფერია იდეალური.

სწორედ ამიტომ ფოტოგრაფმა Dina Goldstein, შემოგვთავაზა ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ცხოვრების ის ალტერნატიული განვითარება, რაზეც ზღაპრები სდუმან.

ფიფქია

ფიფქიას საოცნებო პრინცი შეიძლება აღმოჩენილიყო მორიგი უსაქმური, რომელსაც ლუდის და ტელევიზორის მეტი არაფერი აინტერესებს. საწყალი ფიფქია კი, რომელსაც უკვე 4 შვილი ყავს, მისტირის 7 ყურადღებიან და მოსიყვარულე ჯუჯებთან უზრუნველ ცხოვრების პერიოდს.

მაღალ კოშკში გამომწყვდეული ლამაზმან (რაპუნცელი)

სიმსივნე, ყველას შეიძლება დაემართოს.

ალადინი

არაბულ სამყაროს უჭირს. ამიტომ, ამერიკელებთან ომში ჟასმინიც აქტიურად ჩაერთო.

კონკია

სიღარიბეში გაზრდილი კონკია, ეგრეც ვერ შეეგუა სამეფო კარის მაღალ მოთხოვნებს და დეპრესიისგან თავდასაღწევად სასახლის მეზობელ პაბში იქარვებს დარდს.

 არიელი

საყოველთაო უმუშევრობის ფონზე გაუმართლა – ქალაქის მთავარ აკვარიუმში დაიწყო მუშაობა.

პოკაჰონდასი

პოკაჰონდასს ეგრეც არ ეწვია ახალი სიყვარული. მისი ერთფეროვანი სიცოცხლე სახლში, კატების გარემოცვაში იწურება.

მძინარე მზეთუნახავი

პრინცი დღემდე ელის მის გაღვიძებას..

წითელქუდა

მგელთან და ბებიის შეჭმასთან დაკავშირებული სტრესის გამო, წითელქუდა ფასტ-ფუდს და ტკბილეულს მიეძალა..

P.S. ასევე გთავაზობთ ზღაპრების ალტერნატიულ დასასრულს, კომენტარების გარეშე…

ნახე სხვა სურათებიც…