ფოტოშოფის გამოჩენამ მნიშვნელოვნად გააადვილა ფოტომონტაჟი. თუმცა ძალიან საინტერესოა, რა ხდებოდა მის გამოგონებამდე. როგორც მე-19, ისე მე-20 საუკუნეში ფოტოგრაფებს სურვილი ჰქონდათ, უფრო მეტი ილუზია შეეტანათ  საკუთარ სურათებში.

იუმორი, რომელიც ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზეა აღბეჭდილი, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფოტომონტაჟის ხელოვნება ნამდვილად შთამბეჭდავია. მაშინ ხომ ციფრული მონტაჟი არ არსებობდა! ფოტოების უმრავლესობა ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმის საკუთრებაა.

“საკუთარი თავები მოჟონგლიორე ადამიანი” De Torbéchet, Allain & C., 1880 წ.

“ოცნება #1. ელექტრომოწყობილობა სახლისთვის”, გრეტე შტერნი  1950 წ.

“სახურავზე მდგარი ადამიანი, რომელსაც  მხრებით თავისი თერთმეტი ანალოგი უჭირას”, უცნობი ავტორი, 1930 წ.

“ოთახი თვალით”, 1930 წ.

“რვაფეხა ადამიანთა თავზე”, ბარბარა მორგანი, 1989 წ.

“იმფაიერ სთეით ბილდინგზე დამაგრებული დირიჟაბლი”, უცნობი ავტორი, 1930 წ.

“ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი როგორც მხატვარი და მოდელი” – 1892 წ.

“ხილვა” (სცენა ორფეოსიდან),  1907 წ.

“ძლიერი შეჯახება”. უცნობი ავტორი, 1910 წ.