ეს ხუმრობა არ არის… თუმცა, ამ „ქუდრობის“ შედეგად დაზარალებულები, მხოლოდ კმაყოფილნი თუ იქნებიან. საქმე იმაშია, რომ შემთხვევითი წესით შერჩეულ 3 ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად გაუმართლა, ავტოფარეხში საკუთარი ავტომობილის ნაცვლად ახალთახალი სპორტქარი Mersedes SL დახვდა. მანქანის სახურავზე კი – გასაღები და მანქანით სარგებლობის ნებართვა.

ესპანელების მიერ დაგეგმილი, ასეთი მოულოდნელი ტესტ-დრაივი, ნამდვილი ვირუსული ეფექტის მატარებელი აღმოჩნდა. რა გასაკვირია, მთელი აქტივობა ფიქსირდებოდა უამრავი კამერით, მათ შორის მანქანის სალონში დამალული.