მითხარი შენი პაროლი და…. გეტყვი ვინ ხარ შენ! – ოდნავ გადავაკეთე, ცოტა ვიპლაგიატორე, თუმცა.. ამაშიც არის გარკვეული ჭეშმარიტება.. ფაქტია რომ ძალიან ბევრი, პაროლად ირჩევს საყვარელი ადამიანისა თუ შვილის სახელს, დაბადების თარიღს, საყვრელი გმირის სახელს და ასე შემდეგ…

და მაინც რა დაადგინეს სტატისტიკოსებმა და რა გამოიკვლიეს ფსიქოლეგებმა..🙂

ამიტომაც, სოციალურ ქსელებში მომხმარებლის პროფილის გატეხვა არც ისეთი რთულია. ეს სულაც არ მოითხოვს კომპიუტერის და სხვადასხვა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნას – საჭიროა მხოლოდ მოთმინება. ხშირ შემთხვევაში, პროფილის გატეხვის მსურველმა 10 000 კომბინაცია უნდა აკრიფოს და სასურველ შედეგს მიაღწევს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად, განსაკუთრებით საკუთარი ანგარიშის დასაცავად, იმ კომბინაციებს იყენებენ, რომლებიც 1000 ყველაზე გავრცელებულ პაროლთა სიაშია…😦

გარდა ამისა, ინტერნეტ მომხმარებელთა 4.7% პაროლად სიტყვა password-ს იყენებს, რაც ქართულად პაროლს ნიშნავს. 8.5% კი ან password-ს ან ციფრების კომბინაციას 123456-ს იყენებს. 9.8% ხსენებული ორი ვერსიის გარდა, ციფრთა კომბინაციას 8-მდე აგრძელებს. ადამიანთა 40% პაროლად საკუთარი დაბადების რიცხვს ან 100 ყველაზე გავრცელებულ პაროლს იყენებს. 500 ყველაზე გავრცელებულ პაროლს ინტერნეტ-მომხმარებელთა 79%, ხოლო 1000 ყველაზე პოპულარულ პაროლს – 91% ხმარობს.

ეს დაიმახსოვრეთ… და გაითვალისწინეთ!  :)

4,7% იყენებს  –  password

8,5% – ორი ვარიანტიდან  password თუ 123456, ერთ-ერთს..

9,8 პროცენტი – ასევე ორი ვარიანტიდან 123456 ან 12345678 ერთ-ერთს…

14 პროცენტი – 10 ყველაზე პოპულარულ პაროლს

40 პროცენტი – 100 ყველაზე პოპულარულ პაროლს

79 პოცენტი 500 ყველაზე პოპულარულ პაროლს

ხოლო 91 პროცენტი – 1000 ყველაზე პოპულარულ პაროლს

შესაბამისად, 10 ყველაზე პოპულარული პაროლი კი ასე გამოიყურება:

password, 123456, 12345678, 1234, qwerty, 12345, dragon, pussy, baseball, football.

P.S. აღიარეთ თქვენ რომელ კატეგორიას განეკუთვნებით?🙂