გაიცანით სლაგო….  ასე აფორმებს დევიდ ზინი თავისი ქალაქის ქუჩებს…

თვითნასწავლი მხატვარი დევიდ ზინი  საოცრად შემოქმედებითი  ადამიანი , რომელიც ცხოვრობს მიჩიგანის შტატში, 2008 წლიდან მოყოლებული აფორმებს თავისი ქალაქის „ ენნ არბორის“ ქუჩებს მხიარული მწვანე ქმნილების, სახელად  “სლაგო–ს“ სამგანზომილებიანი  ნახატებით.

ქუჩის ნახატებთან ერთან მხატვარი გვთავაზობს, მაისურებს, ღია ბარათებს და სხვადასხვა ნაკეთობებს, რომლებიც განთავსებული აქვს საკუთარ ვებ–საიტზეც.

ამ არაჩვეულებრივი სტილით დევიდი ახერხებს მომხმარებლამდე  მიიტანოს საჭირო ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობების შესახებ…

დევიდის შემოქმედებითი პოტენციალი  არ შემოიაფარგლება მხოლოდ ხატვით. ის წერს აუდიოწიგნებს, არის საბავშვო გადაცემის რადიო წამყვანი და უკრავს ჰავაურ გიტარაზე!