ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. “ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რალიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში.

მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე – სატურნის, ალისფერი – იუპიტერის, ნარინჯი სფერი – მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა.

სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, ჰერალდიკაში კი – სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას. “ცისფერი სისხლი” კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტს “ლურჯს” უწოდებენ. გარდა ამისა, ლურჯი ფერი ახლოს დგას შავთან და მსგავს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ძველ ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან ის გლოვის ფერია. ფრანგები ელდას “ლურჯი შიშის” სახელით მოიხსენიებენ. თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. Aამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. მოკლედ, ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს, უარყოფა კი – პირიქით, ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ. ავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება.

 და მაინც რომელია ყველაზე პოპულარული ფერი?

ვიკიპედიაში ვკითხულობთ: ლურჯი შემწყნარებელი ფერია, ის ამშვიდებს სხეულსა და გონებას, ჰქმნის უსაფრთხოების და ნდობის ატმოსფეროს. ლურჯი ფერი ასევე არის კრეატიოულობის ნიშანი. მას ხშირად იყენებენ და რეკომენდირებულიცაა მისი  გამოყენება კლასებსა და აუდიტორიებში.

დამახასიათებელი ნიშნებია: მშვიდობისკენ  სწრაფვა, ჰარმონია მოყვასთან, ნდობისკენ მიდრეკილება. ლურჯი ფერი ასევე ხშირად არ უყვართ მწეველებს. ძველ ეგვიპტეში კი ლურჯი აღნიშნავდა სიმართლეს. ასევე ცნობილია, რომ ლურჯი არის ზევსის (იუპიტერის) და ჰერას (იუნონას) ფერი.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ფეისბუქს  და ტვიტერს გამოყენებული აქვს ლურჯი ფერი, ხოლო ჯანდაცვითი ტიპის კომპანიების უმრავლესობა  იყენებს ცისფერს.

ინფოგრაფიკის მიხედვით ლურჯი არის ერთერთი ყველაზე პოპულარული ფერი ასევე ლოგოტიპებში. მარკეტოლოგები ასე განმარტავენ: ლურჯი დადებითად განგვაწყობს, განსაკუთრებით პროგრესის, ინოვაციის, კომუნიკაციის, გამჭვირვალობის, იმედის, უსაფრთხოების და ინდივიდუალიზმის მიმართ…

და მაინც…  ეს ყველაფერი მართალია თუ  გაიძულებთ რომ თავი იგრძნოთ ცისფერად ?  :)

ნახეთ იფოგრაფიკა…