12-13 ნოემბერს, საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება –  Marketing Kingdom – 2012 გაიმართება. მსგავსი ღონისძიება მთელს მსოფლიოში პერიოდულად ტარდება, ნოემბერში კი სპიკერებს საქართველო უმასპინძლებს.

გაუ თბილისის პიარ სკოლა თავის კურსდამთავრებულებსა და  პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს აძლევს შანს დაესწრნონ აღნიშნულ ღონისძიებას.

პარასკევს, 9 ნოემბერს 21:00 საათზე პიარსკოლა (მის: მერაბ ალექსიძის 8, ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტი)  თავის კურსდამთავრებულებსა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მასტერკლასზე იწვევს, რომელსაც   სპეციალურად მათთვის  P World-ის აღმასრულებელი დირექტორი  კოსტა პეტროვი და გლობალური ღონისძიებების ხელმძღვანელი როზეტა პიზევსკა ჩაატარებენ.

მასტერკლასის ძირითადი თემაა: “როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან.”

მნიშვნელოვანია, რომ  სწორედ მათი ორგანიზებით ეწყობა  საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება –  Marketing Kingdom.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ გათამაშდება Marketing Kingdom-ზე დასასწრები 2 ბილეთი. იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრას  პიარსკოლის კურსდამთავრებულების გარდა დაესწრებიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებიც, დაგეგმილია პრიზის მოგების შანსი ორივე მხარეს მიეცეს ანუ, ერთი ბილეთი გათამაშდება მხოლოდ პიარსკოლელებისთვის, ხოლო მეორე სხვა მოწვეული  სტუმრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ Marketer kingdom-ზე დასწრება ფასიანია და მისი ღირებულება ამ ეტაპისთვის შეადგენს  509 ევროს. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში, მოლაპარაკებების შედეგად, ღონისძიების მხარდამჭერად და ექსკლუზიურ მედია პარტნიორად Marketer.ge შეირჩა.

მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ დასტური გამოაგზავნოთ  9 ნოემბრის 14:00 საათამდე, ელ-ფოსტაზე: prschool.ge@gmail.com