რუსული ენა იმდენად მდიდარია,  რომ ერთი სიტყვით უამრავი აზრის და ემოციის გამოხატვაა შესაძლებელი. მაგრამ, სხვა ენებში მაინც არსებობს ისეთი სიტყვები რომელთა გამოსახატავად საჭიროა ღრმა და ვრცელ განმარტებებში ჩაძიება.

სტატისტიკის მიხედვით რუსულ ენაში დაახლოებით 500.000 სიტყვაა, მაგრამ ადამიანი ჩვეულებრივ დაახლოებით 3000 სიტყვას იყენებს. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად ჩვენ მაინც ვერბალურ გამოხატულებაზე დამოკიდებულები ვრჩებით. მაგრამ თავისი სიდიადის გამოც კი ადამიანი მაინც ვერ იძიენს კონკრეტულ ეფითეტებს, რომ ერთი სიტყვით გამოხატოს რომელიმე უცხოური სიტყვის კონკრეტული განსაზღვრება.

Backpfeifengesicht (გერმანული)- სახე, რომელიც ითხოვს მუშტის დარტყმას.

Tartle (შოტლანდიური)- პანიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვინმეს უნდა გააცნოთ მაგრამ მისი სახელი არ გახსოვთ.

侘寂 (Wabi-Sabi) (იაპონური) – რაიმე მშვენიერების დანახვა არასრულყოფილებაში.

Myötähäpeä (ფინური) – როდესაც ვინმემ გააკეთა რაიმე სულელური, ხოლო მის მაგივრად თქვენ გრცხვენიათ.

 Yuputka (ნიკარაგუა და გონდურასი) – შეგრძნება როდესაც მიდიხარ ტყეში და გრძნობ, რომ შენ კანს ვიღაცა ეხება.

 Rwhe (სამხრეთ აფრიკა) – როდესაც მთვრალი და ტიტველი ეცემი იატაკზე და იძინებ.

 Cafune (ბრაზილიური პორტუგალიური) – საყვარელი ადამინის თმებზე ნაზად მოფერება.

 Fond de l’air  (ფრანგული) – სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც ჰაერის ფსკერი

 Desenrascanco (პორტუგალიური) – სიძნელეებისაგან თავის დაღწევა.

Lagom  (შვედური) – არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა.

Glaswen (უელსი) – არაგულრწფელი ღიმილი.

Oka (ნდონგის ენა, ნიგერია) – გართულებული მოშარდვა.

Mamihlapinatapai (იაგანური, ცეცხლოვანი მიწის მომთაბარე ტომების ენა) – მზერა, რომელსაც ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს იმის სათქმელად რომ ერთი და იგივეს ფიქრობენ.

L’esprit d’escalier (ფრანგული) – გრძნობა რომელიც გეუფლება საუბრის შემდეგ, როდესაც ბევრი რამის თქმა გინდოდა მაგრამ ვერ მოახერხე

Kummerspeck (გერმანული) – როდესაც იწყებყებ ყველაფრის ჭამას დეპრესიის გასაქარვებლად.

Kaelling (დანიური) – ქალები რომლებიც საზოგადოებაში ბოლო ხმაზე უყვირიან თავის შვილებს.

 눈치 (Nunchi) (კორეული) – შესაძლებელია აზრობრივან ინტელიგენტსაც დაუკავშიროთ.

Tingo (პასკუალური, ოკეანია) – სესხის აღება მეგობრისგან იქამდე სანამ მას აღარაფერი დარჩება.

 Koyaanisqatsi (ინდიელების ენა, აშშ) – ბუნება რომელმაც დაკარგა ბალანსი და ჰარმონია.

 Nakakahinayang (ტაგალური, ფილიპინები) – სინანულის გრძნობა იმისგან, რომ ვერ ისარგებლე სიტუაციით.

 Sgiomlaireachd  (შოტლანდიური) – გაღიზიანება, როდესაც ნადიმს გაწყვეტინებენ.

 חוצפה (chucpe) (ივრიტი) – შოკის მომგვრელი, ცინიკური და თავხედური მოქცევა.