ცნობილი თოჯინა – ბარბი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ  სიმბოლოდ ითვლებოდა  და რომელიც  ყველა გოგონას ხიბლავდა ასაკის მიუხედავად ფოტოგრაფ მერიელ კლეიტონის შემოქმდების წყაროდ იქცა! ფოტოგრაფი თავად ვერ ხსნის რამ განაპირობა ეს ფოტოსერია შეექმნა. თუმცა არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი…

როდესაც ის იაპონიაში მოგზაურობდა, ტოკიოში შევიდა ერთ-ერთ სათამაშოების მაღაზიაში და ის აღმოჩნდა სურეალისტურ სამყაროში. სწორედ მის შემდეგ გახდა ეს თოჯინები მისივე ფოტოსერიის მთავარი გმირები. მან გამოიყენა მინიატურები, სადაც მთავარი აქცენტი გამახვილდა ბარბიზე.  ის გამოიყენა ყველა ფორმასა და სივრცეში: კულტურულ ღონისძიებებსა თუ შეხვედრებზე, მან ასახა თოჯინის ყოველდღიური წვრილმანები, რომელიც სავსე იყო აგრესიით, იუმორით, სიყვარულით…

ფოტოსერია საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა…

P.S. მინდა ვაღიარო მე ასეთი ბარბი არ შემიყვარდებოდა!😦