ვისაც ხატვა უყვარს, მისთვის ბარიერი არ არსებობს. ზოგი ზეთის საღებავებით ხატავს, ზოგი – აკვარელით, ზოგი უბრალოდ ცარცით, ან, თუნდაც პასტით ჯღაბნის რაღაცას…

მათ, ვინც უფრო შემოქმედებითად უდგება საკითხს, შეიძლება ძაფებით, ბისერებით, მარცვლებით და ა.შ. უფრო მეტად კრეატიულები კი – ჩრდილებით, მოძრაობით, სინათლით ხატავს.

მაგრამ არსებობს ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ბელა ბორსოდი (Bela Borsodi),  რომელიც ცდილობს მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ხატვა ჩვეულებრივი ტანსაცმლითაცაა შესაძლებელი.

დაუჯერებლად ჟღერს? მაშინ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ფოტოებს: