რეგინა ბრეტი გახლავთ მწერალი, ჟურნალისტი და გაზეთი  „Plain Dealer“-ის მიმომხილველი. 2001 წელს, თავისი 45 წლის უიბილესთან დაკავშირებით,  მან გააკეთა სპეციალური ჩამონათვალი სათაურით „45 გაკვეთილი, რომელმაც მასწავლა ცხოვრება“…

ეს სია იმდენად საინტერესო და მომხიბლავი აღმოჩნდა მკითხველებისათვის, რომ მალევე დიდი გავრცელება და გამოხმაურება მოჰყვა.

მისი „გაკვეთილები“, როგორც ამას არაერთი მისი „ფანი“ აღნიშნავს, გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ უკეთესად, გვიმსუბუქებს პრობლემებს და შეგვაგრძნებინებს ბედნიერებას. მოდით, გავეცნოთ, ჩვენც, რეგინას ბედნიერების „წესებს“:

1. ცხოვრება უსამართლოა, თუმცა მაინც მშვენიერია.

2. თუ ეჭვი გეპარება, გააკეთე კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.

3. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ გავფლანგოთ ის სიძულვილისთვის.

4. როდესაც ავად ხდებით, სამსახური ვერ უზრუნველყოფს თქვენს გამოჯანმრთელებას. გაუფრთხილდით თქვენს მშობლებს და მეგობრებს. მხოლოდ მათ ძალუძთ გვერდში დგომა.

5. ყოველთვიურად გადაიხადეთ თქვენი საკრედიტო ბარათების დავალიანებები.
6. აუცილებელი არაა მოიგო ყველა ნიძლავი. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო. იყავი მართალი საკუთარ თავთან.

7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს კურნავს უკეთესად, ვიდრე მარტოობაში ტირილი.

8. ნებადართულია „გაუბრაზდე“ ღმერთს. ის გაგიგებს.

9.  გააკეთე დანაზოგი, დააგროვე პენსიისთვის პირველივე ხელფასიდან.

10. როდესაც საქმე ეხება შოკოლადს, წინააღმდეგობა აქ უშედეგოა.

11. შეეგუე შენს წარსულს, რათა არ  გააფუჭოს მან შენი აწმყო.

12. შეგიძლია დაუშვა გამონაკლისი და იტირო შვილების თანდასწრებით.

13. ნუ შეადარებ შენს ცხოვრებას სხვის ცხოვრებასთან. შენ ვერც კი წარმოიდგენ, რეალურად მათ რისი გადატანა უწევთ.

14. თუ კავშირები და ურთიერთობები უნდა იყოს გასაიდუმლოებული, არ  გიღირს მასში მონაწილეობის მიღება.

15. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ერთი თვალის დახამხებაში.  მაგრამ ნუ იდარდებ: ღმერთი არასდროს მიგატოვებს.

16. ღრმად ამოისუნთქე. ეს ამშვიდებს გონებას.

17. თავი დააღწიე ყველაფერს, რაც არ წარმოადგენს სასარგებლოს. უწესრიგობა, ყველა თვალსაზრისით, უკან წაგწევს.

18. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.

19. არასდროს არის გვიანი იყო ბედნიერი. თუმცა, ეს, სრულიად, შენზეა დამოკიდებული და სხვა არავისზე.

20. როდესაც დგება დრო, გააკეთო ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს ამ ცხოვრებაში,  არ უნდა თქვა „არა“.

21. გამოიყენე საუკეთესო თეთრეული, ატარე ლამაზი ქვედა საცვალი. არაფერი შეინახო განსაკუთრებული შემთხვევისათვის. ჩათვალე, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა – სწორედ დღესაა.

22. მოემზადე მეტისთვის და შემდეგ, კი – მიყევი დინებას.

23. იყავი ექსცენტრიული ახლა! ნუ დაელოდები სიბერეს, რომ ჩაიცვა კაშკაშა და ხასხასა  სამოსი.
24. ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სექსში – ეს არის ტვინი.

25. არავინ  არის პასუხისმგებელი შენს  ბედნიერებაზე შენი საკუთარი თავის გარდა.

26. ნებისმიერ ე.წ. კატასტროფაზე დაუსვი კითხვა საკუთარ თავს : „იქნება კი ეს მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?“

27. ყოველთვის აირჩიე ცხოვრება.

28. აპატიე, მაგრამ არ დაგავიწყდეს.

29. რას ფიქრობენ სხვები შენზე, ეს არ უნდა გაღელვებდეს.

30. დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.

31. არ აქვს მნიშვნელობა, სიტუაცია  ცუდია ან  კარგია – იგი მაინც შეიცვლება.

32. არ მიიღო თავი ასე სერიოზულად, არავინ აკეთებს ამას.

33. გჯეროდეს სასწაულების.

34. ღმერთს უყვარხარ, იმიტომ რომ ის – ღმერთია, და არა იმის გამო, რომ შენ რამე გააკეთე ან არ გააკეთე.

35. არ არის საჭირო ცხოვრების შესწავლა. მაქსიმალურად გამოიყენე ის ახლა. შენ იბადები და აკეთებ იმდენს, რამდენსაც ასწრებ.

36. დაბერება – მეტად ხელსაყრელი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.

37. შენს შვილებს აქვთ მხოლოდ ერთი ბავშვობა.

38. ყველაფერი, რასაც, საბოლოო ჯამში, აქვს აზრი – ეს არის ის, რომ შენ განიცადე სიყვარული.

39. გადი ქუჩაში სასეირნოდ ყოველდღე. სასწაულები ხდება ყველგან!

40. თავი რომ მოვუყაროთ ერთად ჩვენს პრობლემებს და შევადაროთ ისინი სხვა ადამიანების პრობლემებთან, ჩვენსას „უსიტყვოდ“ უკანვე დავიბრუნებდით.

41. შური – დროის ფუჭი ფლანგვაა. მიიღეთ ის რაც უკვე გაქვთ და არა ის, რაც გჭირდებათ.

42. ყველაფერი საუკეთესო – წინ გელოდება!

 43. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხთან.

44. დაუთმე.

45. მართალია, ცხოვრება არ არის „ია-ვარდით მოფენილი“, მაგრამ  ის მაინც საჩუქარია.