ჰოლანდიის ერთ-ერთ ქალაქში, ლეუვარდენში, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ქალაქის მაცხოვრებლები, უმეტესად კი – ბავშვები უფრო აქტიურები გაეხადა. მას სურვილი გაუჩნდა, რომ ბავშვებს უფრო მეტი ემოძრავათ… ამისათვის მუნიციპალიტეტმა დაიქირავა კომპანიები „Nijha Experience Center“ და  „Jantje Beton Foundation“.

ამოცანის უკეთესად შესასრულებლად, სპეციალისტებმა, საწყის ეტაპზე, საკმაოდ დიდი დრო გაატარეს „მოსეირნე“ ბავშვებთან. პირველ რიგში, ისინი აკვირდებოდნენ, თუ რა აიძულებდათ ბავშვებს გადაადგილებულიყვნენ.

შემდეგ,  ამ ბავშვებთან ერთად, ისინი  ადგენდნენ რაიონის „საბავშვო“  რუქას,  რომელზედაც აღნიშნავდნენ ბავშვებისათვის მნიშვნელოვან დანიშნულების პუნქტებს, ზონებს, რომელთაც ბავშვები სახიფათოდ მიიჩნევდბნენ და ადგილებს, სადაც მათ უყვარდათ ფეხით სიარული ან  სპორტული ვარჯიშები. შემდეგ, შეადგინეს მარშრუტები, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოხდებოდა, უფრო ადვილად და სასიამოვნოდ, ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება.

ზოგიერთი ადგილი მოითხოვდა გაუმჯობესებას…

მაგალითად, მწვანე ნაკვეთი, რომლითაც ბავშვები „ჭრიდნენ გზას“ და  აზიანებდნენ ბუჩქებს მისი გადათელვით.

ნაცვლად იმისა, რომ ღობის ჩაშენებით დაეცვათ ეს ბუჩქები, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ზონა შეეცვალათ იმ საშუალებით, რომ ბავშვებს მასზე უფრო მეტი ემოძრავათ. ამისათვის, მათ სთხოვეს ბავშვებს დაეხატათ თუ როგორ წარმოედგინატ მათ ჯუნგლები: როგორ უნდა ითამაშო ჯუნგლებში? რა შეიძლება იყოს ჯუნგლებში საინტერესო იმისათვის, რომ უფრო მეტი იხტუნაო და ირბინო?
ამ ნახატების გათვალისწინებით, დიზაინერებს მწვანე ნაკვეთზე უნდა შეექმნათ  ბავშვების ფანტაზიით წარმოდგენილი ჯუნგლის ანალოგი.

დიზაინერები ძალიან შეზღუდულნი იყვნენ სამუშაოში. პირველ რიგში, მათ არ უნდა შეეთავაზებინათ ძვირი პროექტი, მეორე რიგში, ეს არ უნდა მოხვედრილიყო საბავშვო მოედნის უსაფრთხოების ზონის სტანდარტებში, რომ გამოყენებული ხელსაწყოების სერტიფიცირება არ გამხდარიყო საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, ამ კონსტრუქციების მორგება ბავშვების მოთხოვნებთან (მაგალითად, თუ ბავშვები გაიზრდებოდნენ),  ამ კონსტრუქციების დემონტაჟი ადვილად უნდა მომხდარიყო და გადაცემულიყო სხვა რაიონისთვის.

ნახატების მოტივებით დიზაინერებმა გააკეთეს ნაკვეთის პროექტი, რომლის 3D მოდელი შემდეგ აჩვენეს ბავშვებს.

ბავშვები  აღფრთოვანებულები იყვნენ და მაშინვე  იცნეს ის, რაც მათ დახატეს. თავადაც გაოცებულები დარჩნენ, თუ როგორ მოხდა ამ ნაკვეთის „გაკეთილშობილება“.

დიზაინერებმა გააკეთეს, ასევე, სპეციალური საბავშვო გადასასვლელი ამ ჯუნგლებიდან, რათა ბავშვებისთვის უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო გზის გადაკვეთა მისი მეშვეობით. აღმოჩნდა, რომ ავტომობილები ამუხრუჭებენ უფრო მონდომებით მასთან,  ვიდრე ჩვეულებრივ გადასასვლელთან.

ეს არ წარმოადგენდა დიდ პროექტს, მაგრამ გათვლილი იყო იმაზე, რომ ბავშვებისთვის უფრო სახალისო და მყუდრო გაეხადათ მოძრაობა ქალაქის ქუჩებში.

გონივრულად მიიღეს ბავშვებისგან საჭირო ინფორმაცია და სწორად გამოიყენეს!

ევროპაში მსგავსი ინიციატივები ყოველწლიურად ჩნდება.

ქეთი გალუმაშვილი