ფეხსაცმლის ბრენდმა ALDO საოცარი გულუხვობა გამოავლინა, როდესაც  500 წყვილი ახალი ფეხსაცმელი სრულიად უფასოდ და არა თავის მომხმარებელზე დაარიგა.

ბრენდმა სპეციალური აქცია მოაწყო თელავივის ერთ-ერთ ხალხით გადატვირთულ ქუჩაში  (ისრაელი). განათავსა  არც ისე თვალსაჩინო სარეკლამო აბრა ინსტრუქციით, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ყველა გოგონას აჩუქებდა ახალ წყვილ ფეხსაცმელს, რომელიც ამ მომენტში 1) დადგებოდა ნოხზე, (აბრასთან  იყო  ნოხი განთავსებული “welcome” წარწერით) 2) გადაუღებდა  თავის  ფეხსაცმელს ფოტოს და Instagram-ით განათავსებდ , 3)  „დათაგავდა“   სათაურით #„ALDO“, 4)  მიუთითებდა საკუთარი ფეხის ზომას და  5) დააჭერდა სპეციალურ ზარზე, რომელიც აბრაზე იყო განთავსებული. ასრულებდნენ რა ზედმიწევნით ინსტრუქციას გოგონები, მათ წინაშე გამოდიოდა სასაჩუქრე ყუთი-ვაგონი, რომელშიც  იდო ბრენდის ახალი ფეხსაცმელები  – „აიღეთ, ნუ მოგერიდებათ“, როგორც ამბობენ ხოლმეJ

აქციის შედეგად, ბრენდმა შეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, ახალი კლიენტების შეძენა და მომხმარებლის ლოიალურობის გაზრდა სოციალურ ქსელებში.

ეს წარმატებული და კრეატიული იდეა სააგენტო „Smoyz“-ს მიერ იყო შემუშავებული.

ქეთი გალუმაშვილი