მამაკაცებო გილოცავთ….

19 ნოემბერი კაცების საერთაშორისო დღეა… თუმცა ჩემს ბავშვობაში (საკმაოდ შორეული ბავშვობა მქონდა … ალბათ!)🙂 ანუ საბჭოთა საქართველოში კაცების დღედ 23 თებერვალი, საბჭოთა არმიის დღე მიიჩნეოდა. ჩვენც გოგონები ყოველ 23 თებერვალს კლასელ ბიჭებს პატარა საჩუქარს ვუმზადებით, ისინი კი სანაცვლოდ… და განსაკუთრებულად ჩვენთვის  8 მარტისთვის ემზადებოდნენ!

მაგრამ აი, თურმე…

მამაკაცებისთვის განკუთვნილი ეს დღესასწაული – 19 ნოემბერი,  1960-იან წლებში დაარსდა. და მიზეზიც რა ყოფილა?

ამ დღესასწაულის დამფუძნებლების აზრით, კაცების საერთაშორისო დღეს ყურადღება უნდა მიექცეს კაცების დისკრიმინაციის პრობლემებს, ოჯახში მათ უფლებებსა და განათლებას.უამრავ ქვეყანაში მამაკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები 19 ნოემბერს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავენ.

ბოლო რამდენიმე წელია ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმართება სემინარები, დემონსტრაციები და მსვლელობები, არტ-გამოფენები და მრგვალი მაგიდები.

აი, თურმე ჩვენთან მამაკაცებს ეს პრობლემა არც აწუხებდათ.. ამიტომაც.. არ ვიცოდი პირადად, მე 19 ნოემბერი!

ასე რომ.. ქალბატონებო დაიცავით მათი უფლებები და გაუფრთხილდით მამაკაცებს!🙂