სექტემბერში  ფეისბუკმა ფან გვერდებისთვის ყალბი ლაიქების ჩამოჭრის შესახებ განაცხადა…

მაგრამ  საინტერესოა ვინ დაკარგა მომწონებლების ყველაზე დიდი რაოდენობა?!

Likester-მა რომელიც ფეისბუკზე სხვადასხვა საგნების პოპულარობას საზღვრავს, დაითვალა თუ რომელ ბრენდებს ჩამოეჭრათ ლაიქების დიდი რაოდენობა.

ყალბი გულშემატკივრები მართლაც დიდი პრობლემა იყო. მაკდონალდსის და კოკა კოლას ფეის გვერდებს ასიათასობით ყალბი მომწონებლები ყავდათ და ეს ყველაფერი აბნევდა მომხმარებლებს. რაც უფრო მეტი მომწონებელი ჰყავდა გვერდს, მით უფრო მეტი ყალბი ლაიქერი უგროვდებოდა

„ჩვენ შევამოწმეთ 40 მილიონამდე გვერდი და დაახლოებით 1 მილიარდამდე მომწონებელი“ – განაცხადა კევინ მაკარტნიმ, ლაიქსტერის დამაარსებელმა.

დაკარგული ფანების პროცენტულობა არც ისე მაღალია, თუმცა ბრენდების გვერდებისთვის, რომელთაც 40 მილიონამდე მომწონებელი ჰყავთ, ეს ყველაფერი ასი ათასობით ფანის დაკარგვაში გამოიხატება.

სია იმ ბრენდებისა რომლებმა ყველაზე მეტი რაოდენობის მომწონებელი დაკარგეს:

  1. Facebook – დაკარგა 124 919 მომწონებელი
  2. Red Bull – დაკარგა 117 780 მომწონებელი
  3. MLB – დაკარგა 116 119 მომწონებელი
  4. Dell – დაკარგა 107 889 მომწონებელი
  5. Coca-Cola – დაკარგა 98 445 მომწონებელი
  6. Farmville – დაკარგა 61 225 მომწონებელი
  7. Cityville – დაკარგა 58 214 მომწონებელი
  8. Samsung – დაკარგა 52 717 მომწონებელი
  9. Twitter – დაკარგა 51 123 მომწონებელი
  10. Youtube – დაკარგა 38 956 მომწონებელი
  11. Starbucks – დაკარგა 31 930 მომწონებელი
  12. Kohl – დაკარგა 28 129 მომწონებელი
  13. Sony – დაკარგა 24 768 მომწონებელი
  14. Disney – დაკარგა 24 664 მომწონებელი
  15. MTV – დაკარგა 23 335 მომწონებელი
  16. McDonald’s – დაკარგა 22 446 მომწონებელი
  17. Zara – დაკარგა 17 902 მომწონებელი
  18. Playstation – დაკარგა 16 328 მომწონებელი
  19. Monopoly – დაკარგა 15 855 მომწონებელი
  20. Nokia – დაკარგა 13 971 მომწონებელი