ჩვენს ბავშვობაში, უფრო სწორედ – ვისაც  „მოგვიწია“ 80-90-იანი წლები, კარგად გვახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობდა ცხოვრებაზე… მაინც რა?

საზოგადოებიდან გამოყოფა და განსხვავებულობა არ იყო ჩვეული მომენტი. ითვლებოდა, რომ უნდა ყოფილიყავი და გეცხოვრა ისე, როგორც ამას ყველა აკეთებდა, ჩვეულებრივი, რიგითი ცხოვრებით ანუ როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები და მათი მშობლები და ა.შ. : გულმოდგინედ გესწავლა სკოლაში, შემდეგ ჩაგებარებინა ინსტიტუტში, შეგექმნა ოჯახი.. შემდეგ ბავშვები., საამაყო მოკრძალებული სამსახური და ა.შ და ა.შ.. ერთიდაიგივე და ერთიდაიგივე🙂

და ძალიან მაგარია, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა!

ადამიანმა უნდა იცხოვრო! და იცხოვრო ლაღად, სასიამოვნოდ, საინტერესოდ და მხიარულად. ისე იცხოვრო, როგორც შენი საკუთარი „მე“ გკარნახობს და არა როგორც სხვები მიგანიშნებენ.

ამერიკელი „ბესტსელერების“ ავტორმა კრის გილბომ, ერთ-ერთ თავის წიგნში წარმოადგინა კომიქსი სათაურით „11 ხერხი, თუ როგორ გახდე ჩვეულებრივი“, რომელშიც მან ძალიან ნათლად დაგვანახა პლანეტა დედამიწაზე  მცხოვრები ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის მოდელი.

გადახედეთ… და თუ ამ რჩევებში თქვენი თავი აღმოაჩინეთ, გახსოვდეთ, რომ დროა, რაღაც შეცვალოთ. დაფიქრდით,  რათა ამ ცხოვრებამ „ფუჭად“ და უინტერესოდ არ ჩაგიაროთ.

….