რას ღიღინებთ შხაპის მიღებისას? თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ის სიმღერა ძალიან მოგწონთ.. უბრალოდ მელოდიურია და ამით განწყობას იმსუბუქებთ… აღიარეთ ეს ასეა!

დამტკიცებულია, რომ ყველას თუ არა… შხაპის მიღებისას სიმღერა უამრავლესობას მაინც სიამოვნებს. როგორც ამბებენ ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია.

და მაინც რაშია საქმე?

Moxie-ს შხაპის ხელსაწყოს კორპუსში უკაბელო სპიკერებია ჩამონტაჟებული, რომლებიც არ სველდება. ხმის გამაძლიერებელი საუკეთესო სისტემის მეშვეობით, წყლის წვეთების ხმა მელოდიას არ ჩრდილავს, შესაბამისად Moxie-ს მომხმარებლებს შეუძლიათ შხაპის მიღების დროს ნებისმიერ მუსიკალურ ტრეკს შეუფერხებლად უსმინონ.

Moxie-ს სპიკერები Wi-Fi ხელსაწყოს უკავშირდება. ის შეგიძლიათ თქვენს iphone-თანაც დააკავშიროთ და საკუთარი ”ფლეილისთი” ჩართოთ. მნიშვნელოვანია, რომ სპიკერს ელემენტები 7 საათს ჰყოფნის, რის შემდეგაც USB კაბელით იტენება

მოკლედ, იმღერეთ, გაერთეთ, ისიამოვნეთ, თუმცა… შხაპის მიღება არ დაგავიწყდეთ!🙂 ანუ არ დაგავიწყდეთ სად ხართ!🙂