Plan-Nederland-Stop-child-marriages

ეს არის ახალი კამპანიის ვიდეო ნიდერლანდებიდან, რომელიც არასრულწლოვანთან ქორწინებას ეხება. ყოველ სამ წამში,  მსოფლიოში არასრულწლოვანი გოგო იძულებულია იქორწინოს.  ერთი ყოველი 7 ბავშვი პატარძლიდან 15 წელს ქვემოთაა.

ადრეულ ასაკში იძულებით ქორწინების მიზეზები ძალიან განსხვავებულია. სიღატაკე ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია, მაგრამ იქ სადაც ომი და კონფლიქტები ხშირადაა, სადაც სიკვდილიანობა და უმუშევრობა მაღალია, ხოლო განათლება ბევრისთვის ხელმიუწვდომელი, ბავშვთა ქორწინება ძალზედ გავრცელებულია

კამპანიის ვიდეო თავისთავად არ არის რაიმე ისტორიის მოყოლის სტილში, როგორც  არაკომერციული კამპანიების უმეტესობა. ეს უფრო ბავშვური სევდისა და სიმარტოვის გამოხატულებაა და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი სიტყვები როდესაც ბავშვთა ქორწინებას ვეხებით.