instgram

სარეკლამო სააგენტო Leo Burnett-მა გაანალიზა ბრენდების რეკლამის Instagram-ზე განთავსების შესაძლებლობები და ასევე სარეკლამო კამპანების წარმოება სოციალური ქსელებით…

სააგენტომ დაასკვნა რომ მობილური ფოტოაპლიკაციისთვის ყველაზე მეტად გამოდგება ისეთი ბრენდების რეკლამები, რომლებიც ხასიათდებიან და დაკავშირებულები არიან ისეთ თემებთან როგორიცაა: ოჯახი, ბუნება/ცხოველები, მოგზაურობა, მოდა, ხელოვნება/არქიტექტურა, საკვები, სხვადასხვა ღონისძიებები და ავტოპორტრეტები. ამასთან ერთად სააგენტო ბრენდებს სთავაზობს გამოიყენონ ის რაც მათ ყველაზე ნახვად თემებთან დააკავშირებს. Leo Burnett ის ცნობით, ინსტაგრამის ფოტოები კარგი იქნება თუ ბრენდის სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზეც გავრცელდება.

სააგენტომ ასევე წარმოადგინა 2 მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა თუ როგორ იყენებენ ბრენდები ინსტაგრამს რეკლამაში.

პირველი ეს არის სტარბაქსის ქსელი, რომელიც ამ ფოტო აპლიკაციის მეშვეობით ისეთ ცნობებს და ფოტოებს ავრცელებს, რომელიც უბრალო მომხმარებლისთვის უცნობია. Burberry-ის მაღაზიათა ქსელი კი ინსტაგრამის მეშვეობით ტრანსლაციას ახორციელებდა ნიუ იორკის მოდის კვირეულიდან და თავის მომხმარებლებს ახალ კოლექციას ამ მეთოდით აცნობდა.

Instagram – უფასო მობილური აპლიკაციაა, რომელიც App Store-ში 2010 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. Android-ისთვის ვერსია კი 2012 წლის აპრილში შეიქმნა. ამავე წელს ფეისბუკმა ინსტაგრამი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.