2__upload_iblock_c36_c36eb65d3da0bec3ca62a347d9b1718a

კანადაში, პიცერია Pizza Hut-მა “ფეისბუქის” მომხმარებლებისთვის შეზღუდული რაოდენობის სუნამო გამოუშვა, რომელსაც პიცის სუნი აქვს.

20120926-pizza-hut-cone-crust-pizza-primary

აგვისტოში პიცერიის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში მათი გვერდის ხელმომწერებს კითხვა დაუსვეს, უყვართ თუ არა მათ არომატი, რომელიც პიცის ყუთის გახსნისას დგება.

კომპანიამ პიცის არომანტიანი სუნამოს – Eau de Pizza Hut-ის მხოლოდ 110 ეგზემპლარი გამოუშვა და შემთხვევითი შერჩევის მეთოდით “ფეისბუქის” მომხმარებლებს დაურიგა.

HK_Pizza_Hut

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სწრაფი კვების ობიექტი პარფიუმერულ ნაწარმს უშვებს. 2008 წელს Burger King-მა შემწვარი ხორცის არომატიანი სუნამო გამოუშვა. Burger King Flame-ის შეძენა სწრაფი კვების ამ ობიექტში მომხმარებლებს 4 დოლარად შეეძლოთ.

რა პიცის სუნია? პიცერიიდან მოდიხართ?🙂